,,ჯივიპიმ'' დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

0
, , ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა", დიდუბის რაიონში, ჭიაურელის ქუჩაზე წყალარინების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. GWP-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჭიაურელის ქუჩაზე სრულად შეიცვლება 500 მეტრი სიგრძის წყალარინების ამორტიზებული ქსელი და 20 საკვანძო ჭა მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს. , , ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ჭიაურელის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტში 250 000 ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
#დიდუბე
#ჭიაურელისქუჩა
#წყალარინება
#GWP
#tbilisidaily
0