ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მეორე მსოფლიო ომი, რომ არა ეს მოვლენა. საუბარია 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიაში მოკავშირეების შესვლაზე. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ადოლფ ჰიტლერმა თავის ერთ-ერთ საუკეთესო გენერალს ერვინ რომელს საფრანგეთის ჩრდილოეთ სანაპიროს დაცვა უბრძანა.
რომელი დარწმუნებული იყო, რომ ცუდი ამინდების გამო მოკავშირეები გადაიფიქრებდნენ ან, სულ მცირე, გადადებდნენ მაინც თავიანთი ძალების ნორმანდიაში გადასხმას. ამიტომაც მან ძალიან მშვიდად აღნიშნა თავისი ცოლის დაბადების დღე. ეს კი დიდი შეცდომა იყო.
სწორედ რომელის ცოლის დაბადების დღეს - 6 ივნისს მოკავშირეების სამხედრო ძალები ნაცისტებს მოულოდნელად დაესხნენ თავს და ნორმანდიის მთელი სანაპირო ზოლი დაიკავეს. ისტორიკოსების შეფასებით, ამ დღეს თითქმის 9000 გერმანელი ჯარისკაცი დაიღუპა, გადარჩენილები კი თავიანთ დამარცხებაში რომელს ადანაშაულებდნენ.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ რომელი ბოლოს მაინც გამოცხადდა ბრძოლის ველზე, მაგრამ სატანკო დახმარება მოითხოვა, რასაც უშუალოდ ჰიტლერის ნებართვა სჭირდებოდა. ფიურერს კი ამ დროს ეძინა და ვერავინ გაბედა მისი გაღვიძება.
#news