შური

0
რა არის შური? -ჭმუნვა სხვის სიკეთესა ზედა-გასაგებია. თუმცა მგონია აქ სხვა ასპექტებიც შემოდის. სამყაროში, სადაც კონკურენცია ადამიანის მეორე ბუნებად იქცა, რთულია არ შეგშურდეს მეორე ადამიანის. ბავშვობიდან გვასწავლიან რომ „პირველები“ უნად ვიყოთ-თითქოს ღმერთმა შექმნისას გადაგვნომრა. ამით სრულიად უგულებელყოფილია თითოეული ჩგვენგანის უნიკალურობა;შესაბამისად იმის მაგივრად - ერთმანეთი შევავსოთ და გავაძლიეროთ, „გამარჯვებას“ და „პირველობას“ ვცდილობთ, ეს გვგონია „წარმატება“. სწორედ ამ სიმპტომების ერთობლიობა იძლევა „შურს“, როგორც დაავადებას და არა რაღაც თანდაყოლილი სიბოროტე.
#ცნობიერებისამაღლება
#ანალიზი
0