რეკომენდაცია მეტი პოზიტივი! არა პანიკას!

0
ყველა ჩემი პაციენტის საყურადღებოთ .ვერ გპასუხობთ სათითაოდ, რაზეც გიხდით ბოდიშს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ ხართ აყოლილი პანიკას!!! გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას!!! ნერვიული აშლილობა მოქმედებს იმუნურ სისტემაზე!!! დაიცავით წესები და დააკვირდით ასევე სუნთქვას. სასუნთქი სისტემა მჭიდრო კავშირია ორგანიზმის ყველა სისტემასთან და ორგანოსთან, მისი მონაწილეობა ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესში ცხადყოფს სუნთქვის ფუნქციის შესწავლის აუცილებლობას. გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დარღვევა ხშირია როგორც ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ასევე გულსისხლძარღვთა ან სხვა სისტემის დაავადებებით გამოწვეული ფილტვების მეორადად დაზიანების შემთხვევაში. ფილტვებში ჰაერის ნაკადის შეზღუდვის, მისი შექცევადობისა და ცვალებადობის ობიექტურ რაოდენობრივ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დადგენაში, რაციონალური მკურნალობის დანიშვნასა და მისი ეფექტურობის შეფასებაში. დააკვირდით და ჩაინიშნეთ რამდენი წამი შეგიძლიათ სუნთქვის შეჩერება მშვიდ ვითარებაში (დაწოლის ან დამჯდარს). რადგანაც სუნთქვის მოცულობა ყველას სხვადასვა გვაქვს უნდა იცოდეთ ყველან თქვენი კოკრეტული პარამეტრი მოსვენებულ მდგომარეობაში .რამოდენიმეჯერ გაიმოერეთ და ჩაინიშნეთ ჯანმრთელზე , ეს პარამეტრი დაგჭირდებათ! როცა იგრძნობთ რომ ცვლელებებია მიმართავთ ექიმს.პანიკის დროს ბევრი რამ ეჩვენება პაციენტს. მაგალითად მე საშუალოდ 32წმ-მდე შემიძელია სუნთქვის შეკავება, ბანალური გრიპის დროს ეს მაჩვენებელი 29-27მდე ჩამოდის ხოლმე, 20 ის ქვეით და მითუმეტს 15 ტის დაბლა მიმანიშნებელი რომ ანთებააა. ამიტომ ეს პარამეტრი საკამოდ ინფორმატიულია და წინასწარ ჩაინიშნეთ!!! ვაიდა გაცივდით გამოგადგებათ!!! სხვა დანარჩენი უკვე დაზეპირებული გაქვთ და აღარ განვმერდები!!! ჯანმრთელობას გისურვებთ!!!♥️♥️♥️ ავტორი ლელა ჯღამაძე
0