სკოლა "ეისი" ონლაინ სწავლების მეთოდზე გადადის.

0
მოგეხსენებათ, ქვეყანის მასშტაბით, კორონა ვირუსის გამო, სასწავლო, სააღმზრდელო პროცესი პირველ აპრილამდეა შეჩერებული. შიდა ქართლის მასშტაბით, სკოლებს შორის, პირველი ვინც, ონლაინ სასწავლო პროცესზე გადავიდა, ეს სკოლა "ეისია." "ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო! შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სკოლა ეისი გადადის დისტანციური სწავლების ფორმაზე, რაც გულისხმობს 16 მარტიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესის ონლაინ წარმართვას. ამ პროცესის განხორციელება საჭიროებს თქვენს აქტიურ თანამონაწილეობას." ამის შესახებ სკოლამ დღეს, საკითარ ფეისბუქ გვერდზე, გაავრცელა ინფორმაცია.
#news
#კორონავირუსი
#შიდაქართლი
#სკოლა
Gori
0