პიესა, რომელიც სტალინის ინტერესებს შეეწირა
“ოსტატი და მარგარიტას” ცნობილი ავტორი რომ ბათუმში იყო ნამყოფი, უკვე ცნობილი ფაქტია. “ბათუმი” ასე ჰქვია მის პიესასაც, რომელიც ბულგაკოვმა სტალინის ახალგაზრობას მიუძღვნა.
ბოლშევიკების დიდი კრიტიკოსი არ ერიდებოდა საბჭოთა რეჟიმის დაცინვას, რის გამოც 1930-იანებისთვის მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი სსრკ-ში აკრძალეს. ბუნებრივია, ტოტალიტარული სახელმწიფოს იდეალების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მწერალს არ შეეძლო სტალინი მესიად წარმოეჩინა - ეს მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. თუმცა, იმ პერიოდში, როდესაც ბულგაკოვის ნაწარმოებებს და პიროვნებას ღიად აკრიტიკებდნენ, სტალინის სრულ ტირანად წარმოჩენა ავტორისთვის ერთობ სახიფათოც იყო - თუ როგორ ეპყრობოდნენ თავისუფალ ხელოვნებას სსრკ-ში, ბულგაკოვმა კარგად იცოდა. ამიტომაც, მწერალმა გადაწყვიტა, რომ სტალინი მისი კარიერის დასაწყისში, როგორც ახალგაზრდა რევოლუციონერი, ისე წარმოეჩინა.
პიესის საბოლოო გამოცემაზე მუშაობა ბულგაკოვმა 1939 წელს დაასრულა, იმავე წელს კი აუწყეს, რომ მისი პიესის დადგმა აკრძალული იყო - სტალინი ვერ მოიხიბლა ავტორისეული ხედვით.
რატომ “ბათუმი? პიესის მეორე აქტი ზუსტად რევოლუციამდელ ბათუმში ვითარდება. ქალაქში, სადაც ხელისუფლებას გუბერნატორი წარმოადგენს. პიესაში აღწერილია ბათუმის 1902 წლის მუშათა დემონსტრაცია. 8-9 მარტს გაფიცულები ხელისუფლებამ დახვრიტა, ახალგაზრდა სტალინი კი ციხეში აღმოჩნდა.
პიესა ამ დროისთვის მხოლოდ ერთხელ, ისიც 1991 წელს დაიდგა. საბჭოთა პერიოდში კი, ბულგაკოვის ეს ნაწარმოები სტალინის სურვილს შეეწირა, რომელსაც ასე არ მოსწონდა მის ახალგაზრდა რევოლუციონერად წარმოჩინება.
#ბათუმი
#ბულგაკოვი
#პიესა
#სტალინი
#იოსებ
#ჯუღაშვილი
#batumidaily