კრწანისის რაიონს 8 ახალი სკვერი შეემატება

0
კრწანისის რაიონს 8 ახალი სკვერი შეემატება. აქედან, ხუთი სივრცე ორთაჭალაში, სამი კი - ფონიჭალაშია. დასასვენებელი სივრცე ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩის 41-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოეწყობა . პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კალათბურთის სტადიონი, სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ქსელი მოეწყობა. ტერიტორია მთლიანი ღობით და საბაღე გაზონით შემოისაზღვრება. თითოეული სკვერი გამწვანდება, დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები და დაიგება დეკორატიული ფილები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგმება. აღნიშნული სამუშაოებისთვის 632 663 ლარია გამოყოფილი. ახალი რეკრეაციული სივრცეებით სარგებლობა კრწანისის მოსახლეობას მიმდინარე წლის მაისის თვიდან შეეძლება.
#კრწანისი
3ფონიჭალა
#ინფრასტრუქტურა
#სკვერი
#tbilisidaily
0