გორში, საკარანტინო ზონაში, კიდევ ოთხი მოქალაქე მოათავსეს.

0
გორის ჰოსპიტალში მოწყობილ საკარანტინო ზონაში კიდევ ოთხი მოქალაქე გადაიყვანეს. ორი მათგანის ანალიზები კი ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. გორის რაიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში სულ 16 მოქალაქე იმყოფება. მათ ყოველდღიურ რეჟიმში დაავადებათა კონტროლის სამსახური ამოწმებს. სამხედრო ჰოსპიტალში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში სულ 34 პაციენტია დაკვირვების რეჟიმში.
#news
#coronavirus
#shidakartliregion
#gori
#Hospital
Gori
0