25 ნოემბერი

12
მთვარის 22 დღე, მესამე ფაზა. წლის დამთავრებამდე დარჩა 26 დღე.
25 ნოემბერს ამ ქვეყანას გამოუსწორებელი მეოცნებეები ევლინებიან. მათი შინაგანი ცხოვრება სოციალურზე ბევრად მდიდარია. მათ უყვართ ფანტაზიებში ჩაძირვა, გამოგონილ სტრატეგიებში თამაში. აქვთ გონების ფილოსოფიური წყობა, არტისტული ნიჭი. მათი სულიერება მისტიკას ესაზღვრება. აინტერესებთ ფსევდომეცნიერებები და ფსევდორელიგიური თეორიები.
25 ნოემბერს დაბადებულებს არ უყვართ ხმაურიანი კომპანიები. მეტად კომფორტულად გრძნობენ თავს მარტოობისას. ამასთან, მათი ფილოსოფიური მსჯელობანი ვინმემ უნდა შეაფასოს. ჰყავთ თავიანთი საურთიერთობო წრე.
25 ნოემბერს დაბადებულ მშვილდოსნებს ცოცხალი წარმოსახვა აქვთ. პატარაობისას ყველას თვალწინ ოცნებობენ, ხოლო შემდეგ ოცნებების კონტროლს სწავლობენ. შესაძლოა, გამოავლინონ ნათელმხილველობის, ტელეპათიის უნარი, მაგრამ მათ განვითარებას მაინცდამაინც არ ჩქარობენ.
ამ დღეს დაბადებულები, უმეტესად, ჰუმანისტები არიან; ესმით ადამიანისა და მისი საჭიროებებისა, მაგრამ საზოგადოებრივი საქმიანობისკენ არ მიისწრაფვიან. ჰუმანიზმის ბუნების თემაზე ფილოსოფიური მსჯელობა კი უყვართ.
პროფესიულ საქმიანობაში 25 ნოემბერს დაბადებულები მარათონელები არიან. მათთვის მნიშვნელობა არა აქვს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სწრაფად, მაღლა და ძლიერად. მიზნები მატერიალური არ ამოძრავებთ. ჯილდო მათთვის მხოლოდ სასიამოვნო ბონუსია.                    
25 ნოემბერს დაიბადა დიდი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი.
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.
ახლა მე ცას ვუცქერი, ცაზე ანთებულია
ვარსკვლავები - სიმბოლო თეთრი მარადისობის.
25 ნოემბერს გარდაიცვალა ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი 
“…ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ, ნუ იფიქრებთ პოლიტიკური კლიშეებით ვისი მხრიდანაც არ უნდა იყვნენ ისინი, დაიწყეთ საკუთარი თავით და საქმით, რადგან ჯერ ისედაც გვაკლია პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება და თუ ასე ერთი ხელის მოსმით გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, მალევე გავირიყებით ნაპირზე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…”
”…მივხედოთ სკოლებს, სპეციალობებს, ჩვენ ისედაც გვაკლია პროფესიონალიზმი, მოქალაქეობრივი შეგნება და თუ ამის გარეშე, მაინც ჯიუტად გადავეშვებით პოლიტიკის აღელვებულ ზღვაში, ძალიან მალე გავირიყებით ნაპირზე ისევ ისეთივე მშიერ-ტიტველნი და უმეცარნი…..” ( შეხვედრა ფილოსოფიის ინსტიტუტში)
25 ნოემბერს გარდაიცვალა ფეხბურთელი დიეგო  მარადონა.
“კარგი თამაში ღმერთის საჩუქარია. სწორედ ამიტომ, როცა მოედანზე გავდივარ, ყოველთვის პირჯვარს ვიწერ, რადგან მგონია, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვღალატობ“.
25 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს იოანე მოწყალის, ნილოს მმარხველის, აქაია წინასწარმეტყველის  ხსენების დღეს.
წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება - უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, - ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა - ზეციური გამოცხადება იყო და თავის თავს უთხრა:”სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!” მას შემდეგ იგი საოცრად გულმოწყალე გახდა.
"თუ ჭეშმარიტად ქრისტეს მონები ხართ და ერთგული მსახურნი მდაბალი იოანესი, მაშინ მიეცით მოწყალება ისე, როგორც ქრისტემ გვიბრძანა. მოწყალების მიცემისას არ შევხედოთ მათ სახეს და არც მათი ცხოვრება გამოვიძიოთ, რადგან მათ, ჩვენსას კი არა, ქრისტეს ქონებას ვაძლევთ. თუ გგონიათ, რომ ეკლესიის სალარო არ ეყოფა მოწყალებას? მტკიცედ მჯერა, ალექსანდრიაში თუნდ მთელი სამყაროს გლახაკებიც რომ მოგროვდნენ მოწყალების სათხოვნელად, ჩვენი ეკლესიის სალარო არ შემცირდება". ასე ქადაგებდა იოანე მოწყალე
სეზონურ ვირუსს უფრო ხშირად ხველა ახასიათებს, რომელიც დიდხანს რჩება. შემაწუხებელი ხველა შესაძლოა მთელი თვეც და მეტიც დაგრჩეთ. ამიტომ უმჯობესია თადარიგი ვირუსის პირველი ნიშნებიდანვე დაიჭიროთ და ბუნების საჩუქარი სამკურნალოდ გამოიყენოთ.    
 ხველის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამალი, რომელიც მომენტალურად მოქმედებს ეს თაფლის და ხახვის ჯადოსნური ნარევია.თაფლის და ხახვის ნარევი ხველის ტრადიციული ხალხური საშუალებაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა.ეს ინგრედიენტები ყველა სეზონზე ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ეს ბუნებრივი საშუალება არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს, კონსერვანტებს ან ტოქსინებს, რომლებსაც მედიკამენტები შეიცავენ და ჯანმრთელობის შემდგომ გართულებებსაც არ გამოიწვევს.საჭირო ინგრედიენტები:                            
2-3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი;                                              
1 თავი ხახვი.
მომზადების წესი:
                                               დაჭერით ხახვი მჭრელი დანით, მაგრამ ბოლომდე არა.შემდეგ დაასხით თაფლი და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მეორე დილით გადაწურეთ და ხველის უებარი წამალი მზად არის! მომზადებული ნარევი ერთი დღის სამყოფი დოზა.
მიღების წესი:
მიიღეთ თითო კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ. მიღებისთანავე თქვენ სუნთქვა გაგიუმჯობესდებათ და ხველისგან მალე განთავისუფლდებით.         ბედნიერ დღეს გისურვებთ !
12