14 მარტს რაგბი ვეროპის ფარგლებში საქართველოს ნაკრები თბილისში რუსეთის გუნდს დაუპირისპირდება. კორონავირუსის გავრცელების გამო, ეს შეხვედრა გულშემატკივართა გარეშე ჩატარდება. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა ფეისბუკზე გაავრცელა.
ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე.
ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შქემნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის
#რაგბიჩვენითამაშია
?“
ეს გადაწყვეტილება დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, 7 მარტს საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ანგარიშით 39:24 დაამარცხა და ტურნირი ნაადრევად მოიგო.
#სპორტი
#რაგბი
#რაგბიევროპა
#რუსეთი
#კორონავირუსი
#სიახლე