BREAKING: აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო პირველი ადამიანი გარდაიცვალა

ByM.m.m.Georgia
0
მეზობელ აზერბაიჯანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, აზერბაიჯანის გარდაცვლილი მოქალაქე ცოტა ხნის წინ ირანიდან დაბრუნდა და კარანტინში იმყოფებოდა. „ეს აზერბაიჯანის მოქალაქე ქალბატონია, რომელიც ახლო წარსულში ირანში იმყოფებოდა. სამშობლოში დაბრუნებისთანავე ის კარანტინში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მას კორონავირუსის სიმპტომები დაუდგინდა. სამწუხაროდ, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადეს აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიულ შტაბში. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მეზობელ სახელმწიფოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 15-ს მიაღწია (აზერბაიჯანის 14 და რუსეთის 1 მოქალაქე).
#კორონავირუსი
#აზერბაიჯანი
#პანდემია
#გარდაიცვალა
#სიახლე
ByM.m.m.Georgia
0