გუშინ საქართველოში აქტიურად ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ , რომ ქვეყნის დეზინფექცია უნდა მომხდარიყო ღამით 11 დან დილის 5 მდე , თვითმფრინავებით , და მოსახლეობა უნდა გაფრთხილებულიყო რომ არ დაეტოვებინა გარეთ ტანსაცმელი. ეს ინფორმაცია , მხოლოდ იმითაც კი შეგვიძლია უარვყოთ , რომ ასეთ ქმედებას საქართველოს მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად გაასაჯაროვებდა , მაგრამ ხალხი ენდო ფეისბუქზე დაწერილ პოსტს, რომლის არც ვინაობა ჩანდა სქრინში , რომელიც მოსახლეობის უმეტესობას დაეგზავნა. საიდან მოდის ასეთი ნდობა ? რატომ არ უჩნდება მოსახლეობის დიდ ნაწილს ეჭვი ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ? წარმოიდგინეთ - ხალხი , რომელიც სოციალურ ქსელში , მათთვის უცნობი ადამიანის მიერ დაწერილ პოსტს , ასე ბრმად ენდობა , უფრო სერიოზულ ტყუილებსაც ძალიან მარტივად დაიჯერებს . ეს კი ნამდვილად სავალალოა . ერთია ის , რომ პანიკის გამო ადამიანს ნებისმიერი რამის დაჯერება შეუძლია , მაგრამ ვერც ამით გავამართლებთ ხალხის უდიდესი ნაწილის ბრმადმორწმუნეობას, რადგან ამ ხალხს ჯერ კიდევ სჯერათ , რომ თუ ფეისბუქზე რომელიმე წმინდანის ხატს არ გააზიარებენ , რამდენიმე დღეში უბედურება ეწვევათ , ხოლო თუ წმინდანის ან პატრიარქის ფოტოზე , , ამინს" დაწერენ , რამდენიმე დღეში ბედნიერები გახდებიან , ან სურვილი აუსრულდებათ , ან ფულს მიიღებენ . ამგვარად , იმისთვის, რომ ხალხი შეცდომაში შევიყვანოთ , საჭიროა მხოლოდ 1 პოსტის დაწერა სოციალურ ქსელში , გამოთქმული მოსაზრების დამადასტურებელი არგუმენტების გარეშე , რადგან მაინც არავის დასჭირდება იგი, იმისთვის რომ გენდონ .
#news
#opinion
#photo