5 ყველაზე მდიდარი პარტია აუდიტის ანგარიშის მიხედვით

0
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის პირველ 6 თვეში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში შემოსავლის სახით 12 878 002 ლარი მიიღეს, აქედან შემოწირულობა 7 მილიონ ლარზე მეტია. ანგარიშის მიხედვით, ყველაზე დიდი ოდენობის თანხა შემოწირულობის სახით მმართველმა პარტიამ მიიღო: „ქართული ოცნება“ – 4 720 251 ლარი; „ლელო საქართველოსთვის“ – 1 494 915 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 465 869 ლარი; „ევროპული საქართველო“ – 145 900 ლარი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 144 000 ლარი; სხვა პარტიები – 33 596 ლარი. ჯამში პოლიტიკური პარტიების შემოსავლები 2020 წლის პირველი 6 თვეში ასე ნაწილდება: „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 5 929 492 ლარი; „ლელო საქართველოსთვის“ – 1 494 915 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 047 180 ლარი; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 948 246 ლარი; „ევროპული საქართველო“ 749 255 ლარი; სხვა პარტიები – 2 708 914 ლარი. შემოსავლების მიხედვით, „ქართული ოცნება“ გასულ წელსაც 7 036 166 ლარით ლიდერობდა. 2019 წელს შემოსავლები სხვა პარტიებზე ასე ნაწილდება: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 676 618 ლარი; „ევროპული საქართველო“ – 1 643 099 ლარი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1 489 828 ლარი; „მოძრაობა ლელო“ – 520 000 ლარი; სხვა პარტიები – 6 097 286 ლარი.
0