ბათუმში, ე.წ "თავისუფლების კვარტალში", 70 დღეზე მეტია უწყვეტი სამოქალაქო პროტესტი მიმდინარეობს. გასულ დღეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც კარვებია გაშლილი, საინფორმაციო მიტინგი ჩატარდა, სადაც მოსახლეობა და ოპოზიციის ლიდერები იმყოფებოდნენ.
ადგილზე მიბილიზებული იყო პოლიციაც.
"ვაპროტესტებთ არჩევნების გაყალბებას და ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ხელახალი არჩევნები" - ამბობენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, ე.წ. თავისუფლების კვარტალი მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიებისა და მათ მხარდამჭერთა მიერ შეიქმნა. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები გააყალბა და არა ერთგზის გადასწორებული ოქმებით ძალაუფლება მიიტაცა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში