როგორ ვებრძოლოთ უპასუხისმგებლო კომპანიებს?

0
როგორ ვებრძოლოთ უპასუხისმგებლო კომპანიებს? შეშის ნაფოტი პურში - აჭარის ტელევიზიის ცნობით, ქობულეთში მოქალაქემ ნაყიდ პურში შეშის პატარა ნაფოტი აღმოაჩინა. იგივე მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს - “'ასეთი რამე რომ დაგხვდება დილით პურში, რა უნდა გააკეთო და მოიმოქმედო. გეფიცები, ვიცოდე რომელი საცხობისაა მე ვიცი. პურია ხალხნო ეს პური. ნამუსი რამ გაგირეცხათ, უფლის როგორ არ გეშინიათ'' არსებობს თუ არა მსგავსი პროდუქციისგან თავის დაცვის საშუალება? საქართველოს კანონმდებლობა ამის გარანტიას იძლევა თეორიულ დონეზე. სსკ-ს 198-ე მუხლი მიხედვით ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი. ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მსგავს დარღვევების მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. ადამიანის ორგანიზმს ხის მსგავსი მატერიის დასაშლელად ენზიმები (დამშლელი პროტეინები) არ გააჩნია, შესაბამისად, ხის ნაწილაკების ორგანიზმში მოხვედრამ შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს. როგორც პურში აღმოჩენილმა შეშის ნაფოტმა აჩვენა, მომხმარებელმა ყურადღება ამ უკანასკნელის ჭამის დროსაც კი უნდა გამოიჩინოს.
#ბათუმი
#სურსათიეროვნულისააგენტო
#შეშა
#ნაფოტი
#batumidaily
0