ტრამპთან შეხვედრაზე მყოფ დიპლომატს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ByM.m.m.Georgia
0
ბრაზილიის პრეზიდენტის მრჩეველი, რომელიც მაიამიში დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა. ფაბიო ვაინგარტენი ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირა ბოლსონარუს აშშ-ის სტუმრობისას თან ახლდა. მაიამიში ისინი დონალდ ტრამპს და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს შეხვდნენ. ვიზიტის ფოტო ვაინგარტენმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვაინგარტენი სამშობლოში 12 მარტს დაბრუნდა, რის შემდეგაც მას კორონავირუსის სიმპტომები მალევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც კარანტინში გადაიყვანეს. რაც შეეხება ბრაზილიის პირველ პირს, ის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ექიმთა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით ტრამპმა მოკლე კომენტარი გააკეთა: „სიმართლე გითხრათ, ამაზე არ ვღელავ“. ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა თებერვლის მიწურულს დაფიქსირდა. ახლა ამ ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობა 69-ს აღწევს. შეგახსენებთ, ახალი ტიპის COVID-19 ჩინეთში გასული წლის ბოლოდან გავრცელდა. ეპიდემიის დაწყებიდან ამ დაავადებით 130 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 5 000-მდე გარდაიცვალა და 70 000-მდე გამოჯანმრთელდა.
#პოლიტიკა
#პანდემია
#კორონავირუსი
#ტრამპი
#აშშ
#ბრაზილია
#სიახლე
ByM.m.m.Georgia
0