ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ჯამში 76,000 ლარი გამოყო ნაგვის ურნების შესაძენად-ფლანგვის დეტექტორი

0
ქობულეთის მუნიციპალიტეტმა ჯამში 76, 000 ლარი გამოყო ნაგვის ურნების შესაძენად-აღნიშნულ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. მათივე ცნობით, შპს ელიტ ტექნოლოჯის პოსტპანდემიურ პერიოდში 152, 000 ლარზე მეტის ტენდერები აქვს მოგებული. "ტენდერში გამარჯვებულად შპს ელიტ-ტექნოლოჯი გამოცხადდა, რომელიც 65, 699 ლარად მუნიციპალიტეტს 80 ცალ ურნას მიაწვდის და თითოეული ურნა 821 ლარი დაჯდება. გამარჯვებული კომპანიის 100 %-იანი წილის მფლობელი გიორგი მამადაშვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისი +“-ის ყოფილი მეწილეა, თუმცა სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დღემდე რჩება მისი მეუღლე - თამარ კანდელაკი. შპს ელიტ ტექნოლოჯის პოსტ პანდემიურ პერიოდში ჯამში 152 ათას ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული."-აცხადებენ ფლანგვის დეტექტორში.
0