9 votes
0 comments
0 shares
Save
„HOLIDAY INN-ის ბევრი სართული დავკეტეთ"
91 views
გიორგი
Tbilisi · 4 months ago

ეკონომიის მიზნით HOLIDAY INN-მა რამდენიმე სართული დახურა - ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განაცხადა. როგორც ჩეხერია ამბობს, ამ ეტაპზე მათ სასტუმროებში ჯავშნების 20% აქტიურია, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, რომ თანამშრომლებს ხელფასები გადაუხადონ.

„HOLIDAY INN-ის ბევრი სართული დავკეტეთ იმიტომ რომ ხარჯის თვალსაზრისით მაქსიმალურად ეკონომიაზე წავსულიყავით. დღეს დატვირთულობა გვაქვს 20%-მდე. ეს კი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ხელფასები გავისტუმროთ და თანამშრომლები გარკვეულწილად შვებულებებში გავუშვა. არა უხელფასო შვებულებებში, არამედ ხელფასიანში, იმიტომ რომ მოვარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს”, - აცხადებს „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია.

#news
გიორგი
Tbilisi · 4 months ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
ტამიშის დესანტი - წარმატებული ოპერაციით კატასტროფასთან მიახლოვება.
თავი I 1993 წლის 16 მარტს ქართულმა მხარემ წარმატებით მოიგერია სოხუმზე მასირებული შტურმი, რომელიც უშუალოდ რუსეთის გენშტაბის გენერლების მიერ იყო დაგეგმილი. შედეგად სხვადასხვა მონაცემებით აფხაზურმა მხარემ 400-დან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. საგულისხმოა, რომ აფხაზურ მხარეს ამხელა მსხვერპლი არც ერთ სხვა ოპერაციაში არ უნახავს და მეტად მნიშვნელოვანია, რომ ის სწორედ აფხაზების მიერ ქართველებზე თავდასხმის დროს მოხდა და არა ქართველების მიერ აფხაზებზე თავდასხმისას. მარტის შტურმის შემდეგ ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უკვე რუსული რეგულარული ჯარის ნაწილები იბრძოდნენ, რა დროსაც იყენებდნენ სამხედრო ავიაციას, არტილერიას და თანამედროვე კავირგაბმულობის საშუალებებებს. რაც მთავარია ოპერაციები ტარდებოდა კვალიფიციურად მომზადებული სამხედრო გეგმების მიხედვით. ზოგადად რუსეთის ფედერაციის მონაწილეობა აფხაზეთის ომში ძალიან სპეციფიური მეთოდით ხდებოდა, ვინაიდან რუსეთი აიარაღებდა, როგორც ქართულ მხარეს ისე სეპარატისტებს, ამ თემაზე როგორც წესი ქართული მხარე გაურბის საუბარს, თუმცა ფაქტია, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი სულფიან ბიპპაევი აქტიურად ემუშავებოდა ქართულ მხარეს და არწმუნებდა, რომ აფხაზებთან მოლაპარაკების გზით შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო და საჭირო იყო სამხედრო ოპერაციის ჩატარება, რისთვისაც საჭირო შეიარაღების და ინსტრუქტორების გამოყოფას თავად უზრუნველყოფდა (იგივე ფუნქციას ასრულებდა ყარაბახის კონფლიქტში, აზერბაიჯანული მხარეს). საწყის ეტაპზე სულფიან ბიპპაევის დახმარებით რუსეთის გენშტაბმა მართლაც გამოყო ინსტრუქტორთა ჯგუფი (რომლებიც ეტაპზე არც არაფრით გვეხმარებოდნენ და პირიქით სადაზვერვო ინფორმაციებს აწვდიდნენ ხელმძღვანელობას) და გადმოგვცა აფხაზებთან შედარებით გაცილებით დიდი შეიარაღება, თუმცა კონფლიქტის დაწყებიდან ორ თვეში უკვე ჩვენ მხარეს შეუმცირა შეიარაღება (1992 წლის ბოლოს საერთოდ შეწყვიტა მოწოდება, გაიწვია ინსტრუქტორებიც) და აფხაზურ მხარეს გაუზარდა, ამავე დროს კრიტიკულ მომენტებში მათ ეხმარებოდა ავიაგამანადგურებლებით და არტილერიით, რასაც ქართული მხარისათვის არ აკეთებდა. ამავე დროს ზედაპირულად ცდილობდა არ გამოჩენილიყო კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების ღია მხარდამჭერად, ამისათვის რუსეთის გენშტაბმა კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე მოიძია კავკასიაში მცხოვრები ოფიცრები, რომელთაც ზუსტი ინსტრუქციები წინასწარ ქონდათ მიღებული, ისე რომ კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს 1992 წლის 15 აგვისტოს მათი პირველი ჯგუფი უკვე გუდაუთაში ჩავიდა. პარალელურად აფხაზეთის დასახმარებლად შეიქმნა ე.წ. სამობილიზაციო შტაბები, რომლებიც 1992 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებდა მოსკოვში, პეტერბურგში, მაიკოპში, ნალჩიკში, გროზნოში, კრასნოდარში და სხვა ქალაქებში, სადაც უშუალოდ რუსეთის ფედერაციის გენ.შტაბის დაფინანსებით კრიბავდნენ უსამსახუროდ დარჩენილ კვალიფიციური სამხედროების ჯგუფებს, აიარაღებდნენ და უზრუნველყოფდნენ მათ ტრანსპორტირებას კონფლიქტის ზონაში, უპირატესობა ენიჭებოდათ კავკასიური წარმომავლობის პირებს. ოფიციალურად ამ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის ფედერეაციის უშიშროების სამსახურის მიერ შექმნილი ორგანიზაცია „მთიელ ხალხთა კონფედერაცია“. კონფლიქტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ მხოლოდ დაქირავებული ბოევიკებით ვერ შეასრულებდნენ დასახულ ამოცანებს, ამიტომ კონფლიქტში აფხაზურ მხარეს მოქმედი რუსი სამხედრო ოფიცრებიც მოავლინეს, რომლებიც იმ შემთხვევაში თუ ცოცხალი ან მკვდარი ქართველებს ჩაუვარდებოდნენ ხელში (და ასეთი რამდენიმე ათეული შემთხვევა მოხდა), მათ პირად საქმეებს უკანა თარიღებით ურთავდნენ ბრძანებებს რუსეთის არმიის რიგებიდან გათავისუფლების შესახებ, შედეგად ისინი ასაჯაროებდნენ ასეთ დოკუმენტებს და მათ უკვე მოიხსენიებდნენ, როგორც ყოფილი რუსეთის ფედერაციის სამხედროები. სწორედ ასეთი იაფფასიანი თაღლითობით იყო დაკავებული რუსეთის ფედერაციის გენშტაბი. 1993 წლის მარტში აფხაზური მხარე რუსეთის სამხედრო „მხარდაჭერის“ პირობებში არ ელოდა ასეთ მძიმე მარცხს და თითქმის ერთი კვირა ვერ გამოვიდა შოკიდან (აღსანიშნავია, რომ მარტის შეტევის რუსული გეგმა ქართულმა სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა წინასწარ (თუ სპეციალურად გადმოგვცეს რუსებმა დღემდე გაურკვეველია)). სწორედ ამ დროს დაიკარგა მთელი ომის განმავლობაში ერთადერთი თეორიული შანსი, აფხაზეთში წარმოებული სამხედრო კამპანია ქართული მხარის გამარჯვებით დასრულებულიყო. დღემდე ბუნდოვანია საკითხი თუ რა მიზეზების გამო არ განახორციელა ქართულმა მხარემ კონტრშეტევა გუდაუთის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ 17 მარტს კონტრშეტევის გეგმის ძირითადი მონახაზი უკვე წარმოდგენილი ჰქონდა ქართულ სარდლობას (კვალიფიციური სამხედრო ოპერაციების გეგმები იშვიათობა იყო მთელი ომის განმავლობაში) და საჯარისო ნაწილებიც მზადყოფნას აცხადებდნენ. როგორც სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი გელა ჩარკვიანი თავის წიგნში „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ აღწერს, მარტის ოპერაციის დასრულებისთანავე შევარდნაძეს დაურეკა რუსეთის გენ.შტაბის გენერალმა (სავარაუდოდ გენშტაბის ხელმძღვანელმა პაველ გრაჩოვმა), რომელმაც პირდაპირი ტექსტით დაიმუქრა, რომ იმ შემთხევაში თუ ქართული ნაწილები კონტრშეტევას დაიწყებდნენ, თავად დაჯდებოდა ავიაგამანადგურებელზე და თბილისს გაასწორებდა მიწასთან. ამ თუ სხვა მიზეზების გამო ქართულმა მხარემ კონტრშეტევა არ განახორციელა და პოზიციები ისევ მდინარე გუმისთის მარცხენა სანაპიროზე დატოვა. აფხაზურმა მხარემ კვლავინდებურად დახმარებისათვის კრემლს მიმართა, ვინაიდან სწორედ მათი ინიციატივითა და გარანტიებით ჩაებნენ აფხაზები მანამდე არსებულ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაში და სრული კრახის შემდეგ პრეტენზიები სწორედ რუსების მიმართ გაუჩნდათ. 1993 წლის 23 მარტს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დავმჯდომარე სეპატატისტი ვლადისლავ არძინბა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მიიღო კრემლში და ყოველმხრივ დახმარებას დაჰპირდა. არძინბა კავკასიური ვირეშმაკობით ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტი პროაფხაზურად განეწყო, ამისათვის გუდაუთაში მყოფ სეპარატისტული მთავრობის წევრებს მისი ვიზიტის პარალელურად მიმართვაც კი გააგზავნინა კრემლში (1993 წლის 23 მარტს დათარიღებული) სადაც აფხაზური მთავრობა ითხოვდა აფხაზეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში მიღებას (მანამდე ლენინური იდეების ერთგულებას ეფიცებოდა მოსკოვს და საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგ აქტიურობდა). რამდენიმე დღეში მოსკოვიდან დიდი დელეგაცია ჩამოვიდა აფხაზეთში, საკითხის შესასწავლად და ქართული მხარე დაითანხმა დაედო ახალი სამშვიდობო შეთანხმება. ახალი შეთანხმება 1993 წლის 14 მაისს გაფორმდა, რომელიც გულისხმობდა 20 მაისიდან ძალების დაშორიშორებას და ცეცხლის შეწყვეტას. მიუხედავად შეთანხმებისა პოზიცური ბრძოლები მაინც გაგრძელდა, თუმცა მას მაშტაბური ხასიათი ივლისის თვემდე აღარ ქონია. ქართული მხარე ჩაერთო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მოქმედი კომისიის რუტინულ და არაფრისმომცემ მოლაპარაკებებში და რეალურად ყურადღება მოადუნა, შეათხელა პოზიციებზე მყოფი სამხედროების რაოდენობა, სოხუმის ჩრდილოეთით სოფლებიდან გამოიყვანა მძიმე ტექნიკაც და შეიარაღებული ძალებიც. 1993 წლის მაისის ბოლოს სეპარატისტული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა სულტან სოსნალიევმა (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკი, ეროვნებით ყაბარდოელი, 15 აგვისტოს მიავლინეს გუდაუთაში), რუსეთის გენ.შტაბიდან ახალი შეტევის გეგმა მიიღო. ოპერაციას „ქარიშხალი 777“ დაერქვა, რომელიც ჩვენთან „ტამიშის დესანტის“ სახელწოდებით არის ცნობილი, თუმცა ეს უკანასკნელი ტერმინი არ ასახავს მრავალი მიმართულების მქონე ოპერაციის რეალურ სურათს. მაისის თვეშივე გუდაუთაში სპეციალური დავალებით ჩამოვიდნენ რუსი ოფიცრები, რომლებმაც სულტან სოსნალიევს ქართული პოზიციების აერო.ფოტოები ჩაუტანეს, სადაც დეტალურად ჩანდა ქართული მხარის მძიმე ტექნიკის, საარტილერიო დანადგარების, სანგრების, სამეთაურო შტაბების და ა.შ. მდებარეობა. საგულისხმოა, რომ აერო.ფოტოები მხოლოდ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის თანხმობით გაიცემოდა, შესაბამისად ცხადია თუ რა დონეზე მზადდებოდა შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. თავად ოპერაცია მანამდე განხორციელებულ შეტევებში დაგროვილი გამოცდილების და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით, მოიცავდა რემდენიმე მიმართულებას, რომელთაგან ძირითადი მიზანი სოხუმის ჩრდილოეთით პოზიციების დაკავება გახლდათ და თავად ოპერაცია სოხუმზე საბოლოო შტურმისთვის მოსამზადებელი ფაზა იყო. თუ ოპერაციას კარგად გავაანალიზებთ, იგი ძველი აღმოსავლური საბრძოლო პრინციპით დაიგეგმა „ხმაური აღმოსავლეთში, დარტყმა დასავლეთში“, რაც გულისხმობს მოწინააღმდეგის ძალების არასწორ ადგილზე კონცენტრაციის უზრუნველყოფა-იძულებას, რისი საბოლოო ამოცანაცაა თავდასხმის ნამდვილი ადგილის შენიღბვა. შეტევის პირველი მიმართულება ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალის ჩაკეტვა-კონტროლი, მეორე და მთავარი კი სოხუმის ჩრდილო-დასავლეთ პოზიციებზე დაკავება იყო. თავად ამ მიმართულებასაც ჰქონდა ცალკე ორი ქვე მიმართულება, რომელიც გულისხმობდა სოხუმის დასავლეთით გუმისთის ფორსირებას ეშერის ხიდის მიმდებარედ, რათა ქართული ძალების კონცენტრაცია იქ მომხდარიყო და ძირითად მიმართულებაზე სოხუმის ჩრდილოეთით შრომა-კამანის არეალში ნაკლები წინააღმდეგობა შეხვედროდათ. ოპერაციის მოსამზადებლად რუსულ-აფხაზურმა მხარემ სამშვიდობო შეთანხმების პირობებით ისარგებლა, ისე რომ ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მომავალი ოპერაციის მოსამზადებელი სამუშაოები და არც ჰქონია სურვილი სამშვიდობო პროცესის განვითარების. მაისის თვეში ადიღეას დედაქალაქ მაიკოპში საიდუმლო შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბორის პასტუხოვსა და სეპარატისტთა ლიდერ სოკრატ ჯინჯოლიას შორის. აფხაზებმა სოხუმის ჩრდილოეთით სამხედრო-საინჟინრო ჯგუფების დახმარებით ყოფილი სატყეო-მეურნეობის გზების გამოყენებით, მდინარე გუმისთის დასავლეთ შენაკადთან შემოვლითი გზის აღდგენა-გაჭრა დაიწყეს. ვინაიდან საერთო ოპერაციაში უნდა ჩართულიყო ტყვარჩელის დაჯგუფებაც ე.წ. „აღმოსავლეთის ფრონტზე“ ტყვარჩელში არსებულ აფხაზურ შენაერთებთან მოაწესრიგეს კომუნიკაციის არხები, ხოლო უშუალოდ ახალი ოპერაციის გეგმის ტყვარჩელში ჩატანა სულტან სოსნალიევის დავალებით ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ვალერი აიბას დაევალა. აიბას გაუკეთდა სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილის ყალბი საბუთები, სოხუმის გავლით სრულიად უპრობლემოდ გადავიდა ტყვარჩელში, ჩაიტანა ახალი ოპერაციის გეგმა და ადგილობრივ სარდლობასთან დეტალურად გაიარა ოპერაციის ყველა წვრილმანი. რუსეთის ფედერაციიდან პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოპერაციის სპეციფიკის შესაბამისი შეიარაღების შემოტანა, როგორც ფსოუს საზღვრიდან სარკინიგზო გზით, ისე საავიაციო საშუალებებით, გუდაუთის აეროდრომის გამოყენებით. ასევე ტყვარჩელის დაჯგუფების შესაიარაღებლად აფხაზებს გადაეცათ მცირე ზომის შვეულმფრენები, რომლებიც გუდაუთიდან რუსეთის ფედერაციის გავლით გადადიოდნენ ტყვარჩელში, მართალია ე.წ. „კუკურუზნიკებს“ ტვირთამწეობა მცირე ქონდათ, თუმცა მაინც მოხერხდა ტყვარჩელში გარკვეული რაოდენობის შეიარაღების, ინსტრუქტორების გადაყვანა და დაიწყო აფხაზთა წვრთნისა და მომზადების პროცესი. 18 ივნისს რუსული მხარის დაჟინებული მოთხოვნით, ტყვარჩელში შევიდა ე.წ. „ჰუმანიტარული კოლონა“, რომლშიც რუსების განცხადებით პირველადი მოხმარების საკვები და სამედიცინო საშუალებები იყო განთავსებული, თუმცა ქართულ მხარეს არ მიეცა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა ტვირთის შიგთავსი, შემდგომში გაირკვა, რომ ჰუმანიტარულ ტვირთთან ერთად იარაღი და საბრძოლო მასალებიც შევიდა დანიშნულების ადგილზე, ტრადიციული რუსული მეთოდით. გარდა ამისა ტყვარჩელის დაჯგუფება საკმაოდ ეფექტურად ესხმოდა თავს ოჩამჩირიდან სოხუმში მიმავალ პატარა ქართულ ჯგუფებს და იარაღისა და ამუნიციის საკმაოდ რაოდენობას მოუყარა თავი. სამშვიდობო მოლაპარაკების ჯგუფებში ჩართულ აფხაზებს და რუსებს ევალებოდათ ოპერაცია „ქარიშხალი 777“ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებამდე გაეწელათ მოლაპარაკებები. 30 ივნისს სულტან სოსნალიევს უკვე მიღებული ჰქონდა მზადყოფნის შესახებ პატაკი გუმისთის პოზიციებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი ჩერქეზი პროფესიონალი სამხედრო მუჰამედ კილბა; ტყვარჩელის დაჯგუფებიდან, რომელსაც ხელმძღვანელობდა მერაბ ქიშმარია და დესანტის მხრიდან რომელსაც ხელმძღვანელობდა ზაურ ჭანტოს ძე ზარანდია. 1993 წლის 1 ივლისს, ხუთშაბათ დღეს 21:00 საათზე რუსულ-აფხაზურმა მხარემ ოპერაცია დაიწყო, გუდაუთიდან გამოვიდა საზღვაო ბარჟა „გუმა“ და სადესანტო ხომალდი „პროექტ 105რ“ რომალთაც შენიღბვის მიზნით რამდენიმე კატერი აცილებდათ. სოხუმის სამხედრო შტაბის რადიომეტრისტებმა მცურავი საშუალებები მაშინვე შენიშნეს და ამის შესახებ ინფორმაცია ქართული შეიარაღებული ძალების მეორე საარმიო კორპუსის ოპერატიულ შტაბს მოხსენდა, თუმცა ამას არანაირი რეაგირება არ მოჰჰყოლია. დესანტის შემადგენლობა სხვადასხვა მონაცემებით 300-დან 600 კაცამდე იყო (ყველაზე სარწმუნო წყაროებით 350 კაცს არ აღემატებოდა). დადასტურებულია, რომ დესანტის შემადგენლობაში იყვნენ დონის და ყუბანის კაზაკების 100 პროფესიონალი მებრძოლი, შამილ ბასაევის ჩეჩნური დაგჯუფებიდან არჩეული 30 მებრძოლი, თურქეთში მცხოვრები აფხაზურის დიასპორიდან 25 კაცი, დნესტრისპირეთიდან მოვლენილი რუსული სპეც.დანიშნულების ბატალიონი „დელფინის“ ელიტარული ოფიცრებით დაკომპლექტებული 8 კაციანი ჯგუფი, ჩრდილოეთ კავკასიელთა რაზმი 50 კაციანი შემადგენლობით, რუსული რეგულარული არმიის 20 კაციანი ოფიცერთა ჯგუფი, სპეცდანიშნულების ბატალიონი „ედელვაისის“ 50 კაციანი ჯგუფი, ოჩამჩირის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები პირები, რომლებიც ტამიშს და მიმდებარე ტერიტორიას კარგად იცნობდნენ. ქართული ნაწილების მიერ კონტროლირებად საზღვაო აკვატორიაში პირველი ხომალდი 2 ივლისს 03:00 საათზე გამოჩნდა, ქართულმა სარდლობამ გემის წარმომავლობაზე ინფორმაცია ოჩამჩირის რუსულ პორტში გადაამოწმა, რუსებმა განუცხადეს, რომ ეს იყო მშრალი ტვირთის გემი „გელენჯიკი“ რომელიც ბათუმის მიმართულებით მიდიოდა და გაურკვეველი ტექნიკური პრობლემების წარმოშობის გამო ცდილობდა ნაპირთან მოახლოვებას. რამდენიმე წუთში კიდევ სხვა მცურავი საშუალებებიც გამოჩნდნენ. მალე ცხადი გახდა, რომ მათ მშვიდობიანი მიზნები არ გააჩნდათ, რაც ქართული მხარისათვის სრულიად მოულოდნელი იყო. დიდი დრო დასჭირდა იმის გარკვევას თუ ვის ეკუთვნოდა ხომალდი, რა მარშუტით გადაადგილდებოდა, ამავე დროს ქართული მხარე ხვდებოდა, რომ ხომალდისათვის ცეცხლის გახსნა სამშვიდობო შეთანხმების ცალსახა დარღვევას ნიშნავდა და ისედაც ქაოსში მყოფ ქართულ ნაწილებს გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდათ (ამ დროს ალბათ იმოქმედა იმ ფაქტორმაც, რომ ქართული მხარის მიერ 1992 წლის 14 დეკემბერს დაშვებულ იქნა საბედისწერო შეცდომა, პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩადენილ იქნა დანაშაული, ვინაიდან ტყვარჩელიდან მომავალი რუსული ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, სადაც ძირითადად ეთნიკური აფხაზები 35 ბავშვი და 30 ქალი გარდაიცვალა. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი საეჭვო დატალი იკვეთება). 2 ივლისს გამთენიისას შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ტყვარჩელის 800 კაციანმა დაჯგუფებამაც დაიწყო ზღვის მიმართულებით დაშვება, ათამდე ერთეული სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკის თანხლებით და თითქმის დაბრკოლების გარეშე გამოიარა წესით ქარველების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი, ამას გარდა აფხაზურმა მხარემ 1200 კაცის მობილიზება და ფრონტის ხაზზე გამოყვანა შეძლო ოჩამჩირე-სოხუმის გზის მთელ ჩრდილოეთ პერიმეტრზე. საერთო გეგმის ფარგლებში 2 ივლისს გამთენიისას გუმისთის პოზიციებიდან მასირებული შეტევის იმიტირებისათვის მდინარის ფორსირება დაიწყო აფხაზთა 18 კაციანმა სპეც.ჯგუფმა, რომელსაც თითქმის ერთი თვე მდინარე ბზიფზე ავარჯიშებდნენ რუსი ინსტრუქტორები, მდინარის სწრაფად გადალახვასა და ნაპირზე პლაცდარმის მოწყობაში. თუმცა იმ დღეს გუმისთამ ქართველები საიმედოდ დაიცვა, ძალიან ადიდდა და დინებაც არნახულად სწრაფი იყო, ცურვაში ბავშვობიდან გაწაფულმა აფხაზმა მებრძოლებმა (რომელთაც აფხაზმა ერმა „სმერტნიკები“ შეარქვა წინასწარ) მდინარეში მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეძლეს და დინებამ ისინი ისე გაიტაცა, რომ ძირითადი აღჭურვილობაც დაკარგეს და ორი მათგანი დახჩობას მედ.დებმა ძლივს გადაარჩინეს. გუმისთის ნაწილში ოპერაცია იმ დღეს ჩაეშალათ. დაახლოებით 2 ივლისს 03:30 საათზე ტყვარჩელის აფხაზურმა ფორმირებებმა საავტომობილო გზა გადაკვეთეს. დაჯგუფების პირველად ამოცანას ზღვის სანაპიროზე დესანტის გადმოსასხმელად ზუსტი ადგილის მითითება-კორექტირება და უსაფრთხო დერეფნის შექმნა იყო, სამწუხაროდ ზღვის სანაპირო ზოლიც ფაქტიურად არ კონტროლდებოდა, რის შესახებაც აფაზურ მხარეს სადაზვერვო ინფორმაცია ჰქონდა და სწორედ ყვლაზე დაუცველი წერტილები იქნა შერჩეული შესატევად. სეპარატისტები გვერდს უვლიდნენ ქართულ ნაწილებს და მხოლოდ შემთხვევით გამვლელების განეიტრალებას ახდენდნენ, ისე რომ მასშტაბურ შეტაკებებს ერიდებოდნენ, შედეგად ტყვარჩელის დაჯგუფებამ ზღვის ზოლში დერეფანი შექმნა და გაამაგრა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა უბრალოდ ცარიელი სივრცეების დაკავებით და არა ქართული ნაწილების განადგურების შედეგად, რასაც აფხაზური მხარე წლებია ამტკიცებს. საბოლოო ჯამში, რაც არ უნდა ვთქვათ, კონკრეტული ამოცანა ტყვარჩელის დაჯგუფებამ რამდენიმე საათში შეასრულა. დეორგანიზებულმა ქართულმა ნაწილებმა ინფორმაცია მიიღეს ზღვიდან დესანტის მოსალოდნელი გადმოსხმის თაობაზე, მათ ჯერ არაფერი იცოდნენ გარკვეულ მონაკვეთებში, როგორც ფლანგიდან ისე ჩრდილოეთიდან მტრის მოახლოების შესახებ. სულ ცოტა ხანში ზღვის მხრიდანაც იგივე მოელოდათ. ქართული ჯარის სარდლობამ დაახლოებით ხუთი საათისთვის მიიღო გადაწყვეტილება გემებისთვის საარტილერიო ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. საარტილერიო ცეცხლმა მხოლოდ დროებით შეაფერხა დესანტის გადმოსხმის ოპერაცია. 05:30-საათზე სოფელ ნაოჩთან დესანტმა პირველი ჯგუფის გადმოსხმა დაასრულა და სწრაფად დაიწყო პოზიციების დაკავება-გაფართოვება. ნაპირზე ფორსირების მონაკვეთში დესანტის მხარდასაჭერად რუსეთის არმიის ორმა სუ-27 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა დაიწყო მანევრირება. რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა პირველი დარტყმა ტამიშის, ზემო კინდღის და ლაბრის მიდამოებში განახორციელეს, მხოლოდ დღის პირველ ნახევარში ქართულმა მხარემ 250-ზე მეტი სამხედრო პირი დაკარგა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ ორხევის, დუშეთისა და, ჩოლოყაშვილის ბატალიონები, შავნაბადასა და ავაზას ნაწილები. შინაგანი ჯარის ოცეული, რომელმაც ჩრდილოეთიდან მიიღო დარტყმა მთლიანად იქნა პოზიციებზე განადგურებული. ტყვარჩელის დაჯგუფებამ საერთო გეგმის მიხედვით მთელ საგზაო პერიმეტრზე გახსნა ცეცხლი, პარალელურად გაგზავნა დივერსიული ჯგუფი, რომელსაც დაევალა მდინარე კოდორზე არსებული ხიდის აფეთქება, თუმცა ქართულმა ნაწილებმა შენიშნეს ისინი და მათი ძირითადი ნაწილი გაანადგურეს. რამდენიმე საათში სეპარატისტების მეორე გემი შემოვიდა სოფელი ნაოჩის მიმდებარედ სანაპიროზე თემურ ხახუტას-ძე ნადარაიას ხელმძღვანელობით, საიდანაც შეარაღებაში საარტილერიო დანადგარები და სხვა სახის საჭირო შეიარაღება შეემატათ, რითაც შემდგომში სოხუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკიც კი დაბომბეს. თუმცა ქართულმა არტილერიამ ინტენსიური, მაგრამ არაზუსტი ცეცხლით საშუალება არ მისცა მეორე გემს სრულად გადმოეტვირთა საბრძოლო მასალები. მიუხედავად ამისა იარაღის დანაკლისი დესანტმა მალევე განადგურებული ქართული ნაწილების შეიარაღებით შეივსო, მათ შორის 3 ერთეული ტანკი ტ-55 ჩაიგდეს ხელთ. 2 ივლისს შუა დღეზე დესანტმა ოჩამჩირე-სოხუმის მაგისტრალი ჩაკეტა და მისი კონტროლი დაიწყო. ქართული მხარე მსგავსი მასშტაბის სამხედრო პროფესიული თვალსაზრისით გამართულ ოპერაციას არ ელოდა, არ ელოდა რომ რუსული მხარე ასეთი დაჟინებული მოთხოვნის და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდირების შემდეგ ასე ცინიკურად დაარღვევდა სამშვიდობო შეთანხმებას, რომ ყოველდღიურად სამშვიდობო პირობებზე მომუშავე აფხაზური მხარის წარმომადგენლები ასეთ ტყუილებს იკადრებდნენ. ამ ყველაფერს ემატებოდა ის, რომ ქართულ ჯარში მორღვეული იყო ყოველგვარი დისციპლინა, ჩვენი ჯარისკაცების გარკვეული ნაწილი გართული იყო ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობით, პოზიციებზე ჯარისკაცების დამატება და მოხსნა (უფრო მოხსნა) ხდებოდა თითქმის უკონტროლოდ. სტატიის ავტორი : გიორგი გიგინეიშვილი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ერთიანია საქართველო Covid-19-თან ბრძოლაში ?
სანამ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, არის თუ არა ერთიანი საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, გავიხსენოთ ბოლო ათწლეულში განვითარებული მოვლენები. საქართველო (თუ არ ჩავთვლით 1918-1921 წლებს) როგორც სახელმწიფო სულ რამდენიმე ათწლეულია რაც არსებობს. ამ პერიოდში არჩევნების გზით მხოლოდ ერთი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. იქამდე იყო გადატრიალებები, აჯანყებები და ვარდების რევოლუცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგადაც დაქსაქსული და პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. საყოველთაო კეთილდღეობისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, არასამთავრობო სექტორი, თვითმმართველობა, მედია, პროფკავშირები თუ სხვა ინსტიტუტები, თუმცა ამის ნაცვლად, ქვეყანაში კონკრეტულ სუბიექტებს აქვთ გადანაწილებული ინსტიტუტების მართვა და ყველგან საკუთარ ნარატივს ავრცელებენ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ნელ-ნელა ჩაიკეტა საზღვრები, დაწესდა რეგულაციები, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, თუმცა ვერაფერი მოუხერხდა პოლარიზებულ საზოგადოებას და დაქსაქსულ ინსტიტუტებს. ყველა სფერო ცდილობდა, საკუთარი არგუმენტი გაეხადა ლეგიტიმური, ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ეს პროცესები. ლოზუნგმა #დარჩისახლში პირველ რიგში ბიზნეს სექტორს დაარტყა, რადგან საზოგადოებრივი მიმოსვლის გარეშე შეუძლებელია იარსებოს მოგებაზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ. კერძო პირებმა დანაკარგის პრობლემა თანამშრომლების დათხოვნით აღმოფხვრეს, ზოგს ამანაც არ უშველა და საერთოდ დაიხურა. ბიზნესის მეორე მხარეა ის ქსელური დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას თუ სხვა ინიციატივებს ამოეფარნენ და უხეშად არღვევდნენ თანამშრომლების უფლებებს, მაგალითად მოვიყვან ყველასათვის ცნობილ "სპარს", რომელიც კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ 21:00-06:00 მდე თანამშრომლებს მაღაზიაში, კერძოდ სარდაფში ტოვებდა. ბიზნესის სხვადასხვა სფეროებმა შეიმუშავეს ე.წ ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა საბოლოო ხელწერა ყველგან ერთი იყო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნეს სექტორს გადასახადების დაწევით თუ სხვა ინვესტიციებით, თუმცა საინტერესოა, როგორ შეძლებს ამას სახელმწიფოს შეზღუდული ბიუჯეტი, როდესაც კერძო პირებმა ამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, რითაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავეს, აქედან გამომდინარე ახლა სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს ყველაზე დიდ დახმარებას. ქვეყანაში არსებული მუდმივი პარტიული დავა არც კორონავირუსს ჩამორჩა. ოპოზიციური პარტიები ხშირად აკრიტიკებდნენ მთავრობას. ხელისუფლება გარკვეული ოპოზიციის არგუმენტებს ითვალისწინებდა, ხოლო ზოგჯერ მათ გამოსვლას, მაგალითად გიორგი ვაშაძის მოთხოვნას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პიარსა და აბსურდს აწერდა. ამის საპირწონედ ოპოზიციური პარტიები, აკრძალვის მიღმა ითხოვდნენ რეგულაციების შედეგად მიღებული კრიზისის მოკლე და გრძელვადიან გეგმას, რაც ჯერ-ჯერობით არ აქვს ხელისუფლებას შემუშავებული, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან განცხადებაში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ასეთ დროს, ყველა ვალდებულია მიიღოს თანამოქალაქეთა კეთილდღეობაში მონაწილეობა, ხოლო ვინც ამას არ შეასრულებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა პირველ ადგილზეა, თუმცა ამ სფეროშიც კი განვითარდა სხვადასხვა ტიპის დავები. პირველ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ეპიდემიოლოგია და თამამად აკრიტიკებდნენ პაატა იმნაძეს, თუმცა მათი არგუმენტები ეპიდემიოლოგის წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა. ამ ფაქტორმა სხვადასხვა ცვლადები შემოიტანა და გაჟღერდა აქამდე დამალული ისტორიები, მაგალითად იმნაძე-სააკაშვილის კონფლიქტის შესახებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია საპატრიარქოს მოქმედებების სერია. სეკულარულ სახელმწიფოში გაფორმებული კონკორდატი საპატრიარქოს საკმაოდ დიდ პრივილეგიებს აძლევს, ამიტომ მათთან დაპირისპირებას სახელისუფლებო პარტიები ყველა დროში ერიდებოდნენ. კორონავირუსთან ბრძოლის გამო დაწესებული რეგულაციები საპატრიარქოს მხოლოდ ირიბად შეეხო. არ შეცვლილა ზიარებისა და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრის წესი, მრევლი მხოლოდ დისტანციას იცავდა, ისიც ყოველთვის ვერ ხერხდებოდა ხალხმრავლობის გამო. წინასააღდგომოდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება. აქედან გამომდინარე შეიქმნა ფონი, თითქოს ეს რეგულაცია აღდგომის დღესასწაულზე ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით იყო მიღებული, თუმცა მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ეს შეზღუდვა არ ეხება. სახელმწიფომ ინდივიდს გადააბარა მთლიანი პასუხისმგებლობა და ეკლესიის პრივილეგირებულობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, ხოლო რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი ამას დროთა განმავლობაში ციფრები გვიჩვენებს. საერთო ჯამში COVID-19 გამოავლინა, რომ არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს და გათავისუფლდეს ვიწრო წრის კერძო ინტერესებისაგან, რადგან ზემოთ ხსენებული იწვევს პოლარიზაციას, ხოლო ერთიანობა შეუძლებელია ეკონომიკურად შემდგარი, განათლებული და ერთიანი საზოგადოების გარეშე.#კორონავირუსი #სახელმწიფო #ერი #ეპიდემია #ოპოზიცია #TbilisiDaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
InterContinental-ი ჩინეთში ყველა სასტუმროს ხსნის - FT
InterContinental Hotel Group- მა, რომელიც Holiday Inn- ისა და Crowne Plaza ბრენდების მფლობელია, ჩინეთის თითქმის ყველა სასტუმრო გახსნა, იმის მიუხედავად, რომ სასტუმროების დატვირთულობა რეკორდულად დაბალ დონეზეა. ამის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს. როგორც ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია აცხადებს, 97% ანუ 470 სასტუმრო გაიხსნა ჩინეთის მასშტაბით, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კოროანვირუსის გამო დაწსებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო. როგორც IHG-ი აცხადებს, კომპანიამ კრიზისულ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობისგან 600 მილიონი ფუნტი სტერლინგის ფინანსური დახმარება მიიღო, რამაც IHG-ის ლიკვიდურობა 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგამდე გაზარდა. როგორც კომპანია აცხადებს, InterContinental-ის სასტუმროს დატვირთულობის ინდექსი 55%-ით შემცირებული იყო მარტის თვეში. აღსანიშნავია, რომ InterContinental Hotel Group-ის სასტუმროების 90% ღიაა აშშ-შიც , მიუხედავად იმისა, რომ ბრენდული სასტუმროების უმეტესობა დახურულია. როგორც ანალიტიკოსი რიჩარდ კლარკი აცხადებს, მხოლოდ მისასალმებელია თუკი საშუალო დონის ბრენდები არ წყვეტენ სერვისების შეთავაზებას შეღავათიან ფასებში, რადგან ეს ნიშნავს, რომ სასტუმროები სტუმრების მიღებას მაშინვე შეძლებენ, როგორც კი მოგზაურობა აღდგება. გამოცემის მიხედვით, სხვა სასტომროებთან მიმართებაშიც პოზიტიური ძვრები შეინიშნება ჩინეთის მასშტაბით. გასულ კვირას Marriott-მა განაცხადა, რომ სასტუმროს დატვირთულობის ხარისხი 20 %-ით გაუმჯობესდა, Accor-ი კი აცხადებს, რომ ბრენდის ყველა სასტუმრო გაიხსნა რეგიონში. როგორც კომპანიები აღნიშნავენ, მათ სასტუმროებში ჰიგიენური ნორმების დაცვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ხდება და ზედმიწევნით იცავენ სისუფთავის პროტოკოლს. BMG
Deep In Tech
Poti, Georgia · 1 month ago
მსოფლიოში პირველი გამოსახულების AI სენსორი Sony-სგან კამერებს გაცილებით ჭკვიანს გახდის
Sony-მ მსოფლიოში პირველი გამოსახულების AI (ხელოვნური ინტელექტის) სენსორის შექმნა დააანონსა, რომელშიც გაერთიანებულია როგორც პროცესორი, ასევე, მეხსირების ბარათი. ეს სენსორს, სახელად IMX500, საშუალებას აძლევს მანქანური დასწავლის პრინციპებზე აგებული კომპიუტერული ხედვასთან დაკავშირებული ამოცანები გარე მოწყობილობის გარეშე შეასრულოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სენსორი დამოუკიდებელია, რადგან მას მუშაობისას გარე მოწყობილობის დახმარება არ სჭირდება. სენსორის შექმნის შედეგი კი მინიმუმ ისაა, რომ „სონის“, ძალიან მალე, უსწრაფესი, იაფი და მეტად დაცული AI კამერები ექნება. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, მოწყობილობებში, იქნებოდა ეს სმარტფონები თუ პროფესიონალური ფოტოკამერები, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას ბევრი სარგებელი ჰქონდა. მანქანური დასწავლის ტექნიკის გამოყენება ეფექტური იყო არამხოლოდ იმ ფოტოების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რასაც ყოველდღიურად ვიღებთ, არამედ ვიდეოს ჩაწერისას, ობიექტების ადამიანის მსგავსად „გააზრების“ კუთხითაც. ამ ტექნოლოგიის გამოყენება მრავალმხრივია, იქნება ეს თვითმართვადი მანქანებისა თუ აუტომატური ზედამხედველობის კამერების კუთხით. თუმცა, მათი უმრავლესობა ეყრდნობა ერთ პრინციპს – მათ უწევთ გამოსახულებების (იქნება ეს ფოტო თუ ვიდეო) ღრუბელზე (ქლაუდზე) გაგზავნა, იმისათვის, რომ მათი დამუშავება და ანალიზი მოხერხდეს. ეს ფაქტორი მნიშვნელოვნად ანელებს მსგავს პროცესებს და მეტიც, არაუსაფრთხოს ხდის მათ, რადგან მოწყობილობიდან ქლაუდზე ინფორმაციის გაგზავნა არ გამორიცხავს იმას, რომ მას შეიძლება ჰაკერები მიწვდნენ. მეორე მხრივ, მწარმოებლები, ამ საფრთხისა თუ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ცდილობენ AI ჩიპები მოწყობილობებშივე ჩააშენონ. ამას აკეთებს, მაგალითად, Apple, Google, ან Huawei. მათი დახმარებით, ხელოვნურ ინტელექტს, ინფორმაციის ანალიზისთვის მისი ქლაუდზე გაგზავნა არ უწევს და მთელი პროცესი სმარტფონშივე ხდება. (ასეთ ჩიპებს, მაგალითად, Qualcomm და ARM ამზადებენ). თუმცა, Sony ამბობს, რომ მისი გამოსახულების სენსორის სახით გაცილებით მოხერხებულ და ეფექტურ გადაწყვეტას გვთავაზობს, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე შეიძლება მივიჩნიოთ. Sony-ს შემთხვევაში, AI ჩიპი, უშუალოდ, გამოსახულების სენსორის უკანაა ჩაშენებული, რაც, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ობიექტების ანალიზს სენსორზევე ხდის შესაძლებელს. მაგალითად, ამავე მოწყობილობაზე და მეტიც, არათუ მოწყობილობაზე, ამავე სენსორზეა შესაძლებელი გამოსახულების იმგვარად დამუშავება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მასზე ობიექტების ამოცნობა შეძლოს. მსგავსი გადაწყვეტის სარგებელი კი უკავშირდება როგორც სისწრაფეს, ასევე, უსაფრთხოებას. მაგალითად, თუ თქვენ გენდომებათ კამერა, რომელიც შეძლებს იმის დადგენას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას ვის უკეთია პირბადე და ვის არა, სენსორ IMX500S-ს, შესაბამისი ალგორითმის გამოყენებით, ამ ოპერაციაში თქვენი დახმარება სწრაფად და უსაფრთხოდ შეუძლია. ან 4K ვიდეოს დიდი ხანგრძლივობით გადაღებისა და ყურების ნაცვლად, მსგავს სენსორს შეეძლება შეგატყობინოთ და გადაიღოს ზუსტად ის ობიექტი, რომლის აღბეჭდვაც გინდათ და ზუსტად არ იცით როდის გამოჩნდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, სენსორიანი კამერები მხოლოდ კორპორატიული კლიენტებისთვისაა ხელმისაწვდომი და არა რიგითი მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, „სონის“ მიერ შექმნილი სენსორი რობოტიკაშიც გამოდგება. განსაკუთრებით კი იმ რობოტებში, რომლების შექმნისას მიზანი მათი ადამიანების გვერდით მუშაობა იყო. მისი დახმარებით რობოტებს საფრთხეზე, ან დაბრკოლებებზე რეაგირება და ადამიანებთან თანამშრომლობა ძალიან სწრაფად და მოხერხებულად შეეძლებათ. გასულ წელს, Sony-მ 1.6 მილიარდი სენსორი გაყიდა, მათ შორის, Apple-ის iPhone 11 Pro-ს სამივე კამერა „სონის“ მიერაა შექმნილი. შესაბამისად, მისი გავლენა ბაზარზე საკმაოდ დიდია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ AI სენსორი, რომელზეც სტატიაში ვსაუბრობთ, ნაკლებმოსალოდნელია ასე მალე მოხვდეს სამომხმარებლო პროდუქტებში, მაგალითად, სმარტფონებში. ამის თქმის საშუალებას, მით უფრო, გვაძლევს ის, რომ ეს პროდუქცია, ჯერჯერობით, მხოლოდ მსხვილი, ინდუსტრიული კომპანიებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითად, Amazon-ის მაღაზიებში GO, AI კამერებს ქურდობის თავიდან ასარიდებლად იყენებენ. IMX500-ის პირველი თაობა სწორედ მსგავსი დავალებებისთვისაა გათვლილი. #technology #tech #sony #news #opinion #photo Tbilisi
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ედუარდ შევარდნაძე - პოლიტიკური მიმოხილვა
1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შედეგად, არსებობა შეწყვიტა ქვეყნის აღმასრულებელმა, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებამ. ქვეყნის მმართველობის ფუნქციები ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. თენგიზ კიტოვანის, თენგიზ სიგუასა და ჯაბა იოსელიანის მეთაურობით. სამხედრო საბჭოს ინიციატივით, 1992 წლის მარტში ჩამოვიდა ედუარდ შევარდნაძე. აეროპორტში, ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ე.შევარდნაძემ მაღალი შეფასება მისცა "ოპოზიციონერების" ნამოქმედარს და "სახალხო აჯანყება" უწოდა საქართველოში განხორციელებულ გადატრიალებას და ამით აქტიური დახმარება აღუთქვა დიქტატურის წინააღმდეგ მებრძოლებს. მალე სამხედრო საბჭო სახელმწიფო საბჭოდ გარდაიქმა, სადაც ფართოდ იქნა წარმოდგენილი გამსახურდიას ხელისუფლების დაპირისპირებული კონტრელიტა- ყოფილი ოპოზიციური პარტიები, იტელიფენციის ნაწილი და კრიმინალური ელიტა. მათ ადგილები სახელმწიფო საბჭოში "დამსახურების" მიხედვით ერგოთი, ანუ იმის გათვალისწინებით, თუ რა როლი ითამაშეს მათ წინა ხელისუფლების დამხობაში. სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობის არჩევანს სიტუაცია განაპირობებდა და მოვლენების განვითარებას "გამარჯვებული ძალები" განსაზღვრავდნენ. მათ ეყრდნობოდა სახელმწიფო საბჭოს მეთაური, მაგრამ იგი, თავის მხრივ, ცდილობდა საკუთარი პოზიციების განმტკიცებას, როგორც სახელმწიფო საბჭოში გაერთიანებული პოლიტიკური ელიტის შიგნით, ისე მის გარეთ. სახელმწიფო საბჭომ იტვირთა არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ, აგრეთვე, კანონშემოქმედებითი ორგანოს როლიც. აღდგენილ იქნა 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და მისი კანონქვემდებარე აქტების ნაწილი. სახელმწიფო საბჭოს წევრებს კარგად ესმოდათ, რომ ეს ორგანო არ იყო კანონიერი ხელისუფლება და გამორიცხული იყო საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ასეთი ხელისუფლების და ქვეყნის აღიარება. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ლეგიტიმური, კანონიერი, დემოკრატიული ხელისუფლების არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით. 1992 წლის 30 აპრილს, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი პარლამენტის, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, არჩევნების თარიღად დადგინდა 11 ოქტომბერი, რაც უდავოდ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა ქვენის დემოკრატიზაციის გზაზე. 29 ივლისს, სახლემწიფო საბჭოს სხდომაზე, 30 პოლიტიკური პარტიის ინიციატვით წამოყენებული იქნა მოთხოვა, რომ დეპუტატთა რაოდენობა მომავალ პარლამენტში 169-დან 180-მდე გაზრდილიყო, მაგრამ იმავე სხდომამ დეპუტატების რაოდენობა ედუარდ შევარდნაძის წინადადებით 234 დეპუტატით განსაზღვრა. სახელმწიფო საბჭოს თავჯდომარემ ავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ საჭირო იყო საქართველოს 84 ქალაქსა და რაიონს თავიანთი წარმომადგენლები ჰყოლოდათ პარლამენტში, "რაღა უკეთ გავრკვეულიავით მათ საზრუნავში"". ამ რაოდენობას დაემატებოდა პარტიული სიების მიხედვით პროპორციული წესით არჩეული 150 დეპუტატი. 1992 წლის 11 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდა 47 პარტია და ორგანიზაცია. აქედან 15 პარტია და ორგანიზაცია ოთხ ბლოკში იყო გაერთიანებული. პარლამენტში, პროპორციული წარმომადგენლობისა და საკომპესანციო სიების საფუძველზე, ოცდაოთხი პარტია და ბლოკი იქნა არჩეული. პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიდა უალტერნატივო კანდიდატურა ედუარდ შევარდნაძე (დააგროვა ხმების 95%-ზე მეტი). საქართველოში ჩამოსულმა საერთაშორისო ურთიერთობის ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტის (ედი) 24 კაციანმა დელეგაციამ, რომლის შემდაგენლობაში იყვნენ აშშ, ევროპის და აფრიკის ქვეყნების პარლამენტარები, პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები, ექსპერტები, სპეციალისტები არჩვენების შედეგების შესახებ განაცხადეს: „ ყოველივე ის, რისი თვითმხილველიც იყო ჩვენი დელეგაცია, მიანიშნებს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ კანონიერებას მიანიჭებს ახალ მთავრობას და ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის მშვიდობიან შერიგებას საქართველოში.“ 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, აგრეთვე დადებითად შეაფასეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა ნ. ნათაძემ, გიორგი ჭანტურიამ, აკ.ასათიანმა და სხვებმა. ამრიგად, ე. შევარდნაძის მეთაურობით, სხვადსხვა პოლიტიკური ძალების თანადგომით, ინტელიგენციის დიდი ნაწილის მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა და თავისი შემადგენლობით საკმაოდ „ჭრელი“ პოლიტიკური ძალების პარლამენტში გაერთიანება. აღნიშნულმა სათავე დაუდო, ედუარდ შევარდნაძის მმართელობითი პერიოდის დროინდელი, ნეონომენკლატურის სახელით ცნობილი, მმართველი პოლიტიკური ელიტის ფორმირების პროცესს. 1992 წლის 11 ოქტომბერს არჩეულმა პარლამენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის კონსტიტუციის მიღების საქმეში. ახალი კონსტიტუციის მიღება, ამერიკული დემოკრატიის მოდელის ქართულ ნიადაგზე გადმოტანის მცდელობას წარმოადგენდა. თუმცა, 1995 წლის საქართველოს კონსტიტუციას, რომელსაც ამერიკულ მოდელს ადარებენ, არაფერი არ ქონდა საერთო მასთან, წარმოადგენდა ავტორიტარულ რეჟიმზე გათვლილ საკანონმდებლო აქტს, რომელშიც მთელი ხელისუფლება აღმასრულებელ შტოში იყო გადაქაჩული და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, ყოფილი ცენტრალური კომიტეტების მდივნების ხელმძღვანელობით, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობას ამყარებდა ქვეყანაში. აღმასრულებელი ხელისუფლების პრიმატი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაზე ქვეშევრდომული, მორჩილებითი და პატრიარქალური კულტურის „ხელისუფლებრივი გამოხატულებაა.“ საქართველოს ე. შევარდნაძის დროინდელი მართველი ელიტის პოლიტიკურ კულტურაზე ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტოტალიტარული კულტურის მემკვიდრეობა, რომელიც მორჩილებითი კულტურის ორიენტაციების სიჭარბეში პოულობს გამოხატულებას. პოლიტიკური კულტურის ხელისუფლებრივი გამოხატულებაა საშემსრულებლო უნარ–ჩვევების დამკვიდრება მმართველი პოლიტიკური ელიტის საქმიანობაში, სადაც „ნომენკლატურული თამაშის წესების“ გარეთ გასვლა დასჯად ქმედებად ითვლებოდა. ტოტალიტარული, „ახალი ანტროპოლოგიური ტიპის“ ( ნ. ბერდიაევი) ადამიანების მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკურ პროცესში რეჟიმის იდეოლოგიური უზრუნველყოფა იყო. ბუნებრივია, ტოტალიტარული მმართველობითი პოლიტიკური აზროვნების მქონე ნეონომეკლატურული პოლიტიკური ელიტა, რომელიც ძირითადათ პარტოკრატებით იყო დაკომპლექტებული, უპირატესად საშემსრულებლო კულტურის მატარებლები იყვნენ და მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ პოლიტიკურ პროცესებზე და ხელს უწყობდნენ ნომენკლატურული კულტურის ხელახალ აღორძინებას. ე. შევარდნაძის ნეონომეკლატურული მმართველი ელიტა, სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელი „უმართვადი“, „ქაოსური“ პროცესების წინაშე და ძველი, საბჭოთა მეთოდებით, ძალისმიერი ხერხებით (სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის პირობებში) აპირებდნენ კონფლიქტების დარეგულირებას და უმეტეს შემთხვევაში მათი ქმედებები არ ხასიათდებოდა ადეკვატურობითა და კრეატიულობით. ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული მმართველობის დროს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში ხშირად ქურდული მენტალიტეტი ს, პატრიარქალური კულტურის მატარებელი ადამიანები იღებდნენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რადგანაც სახელმწიფოებრივმა კანონებმა, კონსტიტუციურმა უფლებებმა, მორალურმა ნორმებმა დაკარგა მნიშვნელობა: „ძარცვა-გლეჯის ქურდული კანონებით იყო შეცვლილი სახელმწიფოს კანონები, მეფობდა ქაოსი და გაუგონარი კრიზისი“-აღიარებს ე. შევარდნაძე.18 პატრიარქალური, ქვეშევრდომული პოლიტიკური კულტურის ელემენტების სიჭარბეს, გარდა ტოტალიტარული მემკვიდრეობისა და გარდამავალი პერიოდის ავტორიტარიზმისა,გარკვეული აზრით,განაპირობებს ქართულ ცნობიერებაში, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ქურდული მენტალიტეტის ფართოდ გავრცელება: ძნელია ვისაუბროთ ქურდული ცნობიერების ეროვნულ ფესვებზე19, მაგრამ ერთი რამ ცხადია, საქართველოში ამ მოვლენამ მეტად ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა. ქართულ სინამდვილეში ვხვდებოდით მაღალი „ინტელექტის“ (ამ შემთხვევაში ინტელექტის საზომად ფორმალური განათლება ითვლება) ქურდულპატრიარქალური კულტურის მატარებელ ადამიანებს. მათი სიჭარბე შეიმჩნეოდა, როგორც ხელისუფლებაში, ისე საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში: სკოლებში, უმაღლეს სასწავლო დაწასებულებებში; მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის ნაწილი პატრიარქალურ-ქურდული კულტურის და კანონების თაყვანისმცელები იყვნენ. „კარგი ბიჭის“ სტატუსის მოპოვება მათთან კავშირით ან მათ „იერარქიაში“ გარკვეული ადგილის ( მაგ; მაყურებლის სტატუსის) მოპოვებით იყო შესაძლებელი. მხატვრულ ნაწარმოებებშიც „გაიპარა“ „კანონიერი ქურდების“ მიმართ სიმპატიები. ცნობილია, რომ კრიმინალური სამყაროს სუბკულტურა რთული იერარქიული სტრუქტურისგან შედგებოდა(კანონიერი ქურდის სახელი გადმობირებულმა აგენტებმა თავის თავს უწოდეს, რაც ნიშნავდა ავტორიტეტის აღიარებას, რასაც ბანაკების ადმინისტრაცია ხელს უწყობდა და „აკანონებდა.“ და ქურდული კანონი მიუხედავათ მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციისა, ზოგადად ითვალისწინებდა: ქურდული იდეის ერთგულებასა და მხადაჭერას, სამართალდამცავ ორგანოებთან კონტაქტის აკრძალვას, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ან ავტორიტეტებთან პატიოსან ურთიერთობას, თავის რიგებში ახალი წევრების მიმხრობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დროდადრო ყოფნას, კარტის თამაშის უნარს, პოლიტიკურ საქმიანობაზე და ოჯახზე უარის თქმას და სხვა. პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის სპეციფიკამ ქართულ სინამდვილეში გვაჩვენა, რომ განათლებული ადამიანებიც შესაძლოა იყვნენ მრევლის კულტურის მატარებლები: უფრო მეტიც, ქართულ სინამდვილეში არ დასტურდება გ.ალმონდისა და ს. ვერბას თეზისი22, რომლის მიხედვითაც, პატრიარქალური კულტურული ორიენტაციები დამახასიათებელია წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანებისთვის, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ პოლიტიკური პროცესის აქტორებზე, სისტემაში შემავალ და გამომავალ სიგნალებზე და ასეთი ორიენტაციები ჭარბობს აფრიკულ ტომებში, სადაც არ არის როლებითი დიფერენციაცია. ე.შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბდა „ქართული დემოკრატიის“ და „პოლიტიკური თამაშის წესების“ სპეციფიკური ფორმა; სიტყვის, პრესის, მაუწყებლობისწრეგადასულითავისუფლება, „უსარგებლო პლურალიზმი“23 ტოტალური კორუფცია, გაყალბებული არჩევნების „ქართული ტექნოლოგიები“ და მათი გამომგონებლების პრივილეგირებული მდგომარეობა. პრეზიდენტის საქმიანობა უფრო მეტად წააგავდა წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრის მოღვაწეობას, რომელსაც მეტი მხარდამჭერი ქვეყნის გარეთ ყავდა, ვიდრე შიგნით. გარკვეული აზრით, მისი მართველობის პერიოდში ხელსაყრელი საგარეო გარემო შეექმნა ქვეყანას გეოპოლიტიკური ფუნქციის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით. თუმცა, ვერ გათვალა ძალთა თანაფარდობა საერთაშორისო ასპარეზზე და დროებით დაკარგა აფხაზეთი და სამაჩაბლო. იგი დიდი დიპლომატიური ნიჭით იყო დაჯილდოებული, ფლობდა მანევრირებისა და ხელისუფლების შენარჩუნების ხელოვნებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ქვეყანაში არნახული კორუფცია და ნომენკლატურული მმართველობის ტრადიციები განამტკიცა. ე. შევარდანაძის მმართველობის პერიოდში კორუფციის დონემ არნახულ მასშტაბებს მიაღწია. მართალია საბჭოთა პერიოდში საქართველო კორუფციის დონით რესპუბლიკებს შორის მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა, მაგრამ ნეონომენკლატურული ელიტის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ამ მაჩვენებელმა სრულ აპოგეას მიაღწია: უკვე შეუძლებელი გახდა ინსტიტუტების ფუნქციონირება, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაწყვიტა ურთიერთობა (2002 წ) საქართველოს ხელისუფლებასთან, ბიუჯეტი ვერ სრულდებოდა, პენსიების და ხელფასების გაცემის სისტემა სრულად მოიშალა, გარდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთისა,“ სრული უკონტროლო გახდა პანკისის ხეობა, სადაც საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტები აფარებდნენ თავს, სახელმწიფო მოხელეების ხელფასები მიზერულ ნიშნულსაც ვერ აღწევდა, ხოლო მათი რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით მატულობდა, მარტო პოლიციელების რაოდენობა მთელი მოსახლეობის 1,75% აღწევდა. კიდევ უფრო გაძლიერდა არ შემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლები. „ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ფაქტორი ნათლად მიუთითებდა, თუ როგორი სახელმწიფო ჩამოაყალიბდა „ქართველი მულა ომარის“, ანუ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს და რატომ მიანიჭა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2002 წელს საქართველოს ე. წ. „არშემდგარი სახელმწიფოს“ (ინგლისურად Failed State) სტატუსი, რაც, ჩვენდა სამწუხაროდ, დე–ფაქტოდ სრულად შეესაბამებოდა საქართველოს იმდროინდელ რეალობას.“ გარდამავალი პერიოდის საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ნეონომენკლატურულმა ელიტამ დამოუკიდებელი მართვის სრული უუნარობა გამოავლინა, ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით გამოიყენა არჩევნების გაყალბების ნაცადი და ახალი ქართული ტექნოლოგიები და შექმნა „გამყალბებლების პრივილეგირებული კასტა“, (რომლებმაც თავისი საქმიანობა წარმატებით გააჩაღეს სააკაშვილის ხელისუფლებაში), განამტკიცა არშემდგარი სახელმწიფოს მახასიათებლები, რომლის დადასტურებად იქცა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები. როგოც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ე. შევარდნაძის ნეონომენკლატურული ელიტის მმართველობის დროს ფართო გასაქანი მიეცა ტოტალურ კორუფციას, დაირღვა ტერიტორიული მთლიანობა, შეიქმნა მძიმე სოციალ-ეკონომიკური და კრიმინოგენური მდგომარეობა. ადგილი ჰქონდა, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების მოშლას. ასეთ სიტუაციაში, „მოქალაქეთა კავშირის“ ყველაზე „ერთგულ“ მებრძოლებს შორის წარმოიშვა ახალი ტიპის ოპოზიციური, ქარიზმული თვისებებით ზედმეტად დაჯილდოვებული ლიდერი, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. ყოველივემ კანონზომიერად წარმოშვა 2003 წლის რევოლუციური პროცესები. წყარო : Openscience.ge
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
რა კავშირი აქვს სააკაშვილს გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან - სკანდალური გამოძიება
უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი – უკრაინული პორტალიპორტალი anonim-info.com აქვეყნებს Новости Украины-ის ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკას და ვალერი ტოვმაჩის სტატიას სათაურით – „უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი“. სტატია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეს და მის შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობას ეხება. გთავაზობთ სტატიას უცვლელად: „როდესაც ჩვენ გავაცნობიერეთ იმ ინფორმაციის სისრულე, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიღებდით და ვამუშავებდით, განსაკუთრებით კი ბოლოს განვითარებული მოვლენები, ჩვენ მივხვდით, რომ ეს გამოძიება შეიძლება გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამოქვეყნებულ მასალებს დაემსგავსოს, რამაც ააფეთქა აშშ-ს საშინაო პოლიტიკა და რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია. ჩვენს „უოტერგეიტს“ შეუძლია გავლენა იქონიოს როგორც მინიმუმ ორი ურთიერთდაკავშირებული ქვეყნის – უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკაზე, ხოლო როგორც მაქსიმუმ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელ მსოფლიო პოლიტიკაზეც კი. მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ამ პუბლიკაციის ავტორებს საქართველოდან ორი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვეს ისეთი სამსახური, რომელმაც გარკვეულწილად გაგვაკვირვა, კერძოდ, პუბლიკაციების სერიის მომზადება, რომლელთა მიზანიც იყო ქართული პოლიტიკის „ახალი ფორმაციის“ ლიდერის, ცნობილი ახალგაზრდა ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მედიის ხაზით პოპულარიზაცია. დიახ, ეს ის გაბუნიაა, რომლის მკვლელობაც ორი დღის წინ აღკვეთეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთად. მანამდე ზუსტად 4 თვით ადრე, ჩვენ შემოგვთავაზეს მონაწილეობა მიგვეღო ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, როგორც „ახალი ტალღის” პოლიტიკური ლიდერის პოპულარიზაციაში არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რეგიონალური მასშტაბით, ისე რომ, ქართული “ნაციონალური მოძრაობის” ახალი ლიდერის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგოს მოლდოვისა და ლიტვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზოგადოებამ. „ამომავალ ვარსკვლავთან“ დასაკავშირებლად, ჩვენ მოგვიწოდეს გიორგი გაბუნიას პირადი ტელეფონის ნომერი, სადაც გადაიგზავნა წინადადება თანამშრომლობის შესახებ. „გიორგი, მოგესალმებით კოლეგები უკრაინიდან. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, ხელმძღვანელი ოლეგ დეინიჩკა. გთხოვთ გადმოგვირეკოთ“. თუმცა, გაბუნიასგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. სამკვირიანი დუმილის შემდეგ, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა გაბუნიასთან მოლაპარაკების პროცესში, შუამავლად, ახალი მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი ქართველი ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაერთოთ. მისგან პასუხი მეორე დღესვე მოვიდა. კომუნიკაციისთვის, მისი პირადი ტელეფონის ნომერიც მოგვაწოდეს. „მოგესალმებით ქალბატონო ელისო! უკრაინიდან, კიევიდან გაწუხებთ. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ახალ უკრაინო-ქართულ მედია პროექტთან დაკავშირებით?“ ე.კ: გამარჯობა! უკაცრავად პასუხის დაგვიანებისთვის ეხლა აღმოვაჩინე ეს გზავნილი. ¤ ¤ .. .. .. ეს ჩემი ნომერია. მასთან დაკავშირებამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარგად შეგვესწავლა მასალები ახალი ქართველი პოლიტიკური ლიდერის პიროვნებასთან დაკავშირებით – ქარიზმატული და მსოფლიოში ცნობილი ექსცენტრიული მიხეილ სააკაშვილის მომავალი ალტერნატივა. აღმოჩნდა, რომ გიორგიი გაბუნია ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის სარეიტინგო თოქ-შოუს წამყვანია, რომელიც ფაქტიურად სააკაშვილს ეკუთვნის, და ეს საქართველოში საიდუმლო არ არის. მომავალმა “ახალი თაობის ლიდერმა” ეროვნული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში სასტიკი შეურაცხყოფით მიმართა რუსეთის ლიდერს და მის გარდაცვლილ მშობლებს. შეკითხვები, რომლებიც ჩვენ ლოგიკური აზროვნების და არსებული მონაცემების შედარების შედეგად გაგვიჩნდა: ვის ან რატომ უნდა წამოეყენებინა სააკაშვილის ალტერნატივად სკანდალური ტელეწამყვანი, რომლის ქცევაც პირდაპირ ეთერში საეჭვოა ჟურნალისტის პროფესისათვის, ხოლო პატრიარქალური საქართველოსთვის სრულიად შეურაცხმყოფელი? ან საერთოდ რა საჭირო იყო ამ პატარა ქვეყნისთვის ესოდენ დემონსტრაციული და ძლიერი სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რომლის პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა, იმისთვის, რომ გაბუნიას სახელი გაეთქვა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში? მაშინ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა. COVID 19 პანდემიის გამო, ქართულმა მხარემ შეაჩერა მოლაპარაკებები. მაგრამ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერის გაპიარების ამბავმა 4 თვის შემდეგ თვითონ შეახსენა ყველას თავი. 15 ივნისს, საქართველოს საპეც. სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ ხელი შეუშალეს გიორგი გაბუნიის მკვლელობას. ხოლო „მთავარი“არხის დირექტორმა, რომელზეც სკანდალური ტელეწამყვანი მუშაობს, ნიკოლოზ გვარამიამ თქვა, რომ მან მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ სავარაუდო მკვლელის დაპატიმრებამდე სამი კვირით ადრე იცოდა. იცოდა და არ გააფრთხილა კოლეგა და ახლო მეგობარი? იცოდა და არ აცნობა საკუთარი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს?! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ინფორმაციის დამალვა მოახლოებული დანაშაულის შესახებ, კვალიფიცირდება, როგორც სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული. უფრო მეტიც! ტელეკომპანია „მთვარის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელზედაც მუშაობს გიორგი გაბუნია, სავარაუდო მკვლელობის უკან დგას რამზან კადიროვი, რომელიც ადრე საჯაროდ ემუქრებოდა მას. მაგრამ თუ რუსეთის ხელისუფლება გაანადგურებს ყველა იმ ჟურნალისტის სიცოცხლეს, ვინც აკრიტიკებს პუტინს, მაშინ კადიროვს არც კი ეყოფოდა ”ერთგული ჯარისკაცის” რესურსი, ხოლო დასავლეთი უკვე დიდი ხნის წინ დაკარგავდა თავისი პოლიტიკური კომენტატორებისა და ჟურნალისტების უმეტეს ნაწილს. თუმცა, გაჟღერებული სქემა სიმართლეს წააგავს, მედია-მომგებიანადაც გამოიყურება. ვის, თუ არა კადიროვს შეეძლო ჟურნალისტის სიკვდილის დაკვეთა, რომელმაც პუტინს დედა აგინა. ეს ვირისთვისაც კი გასაგებია! იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ფაქტების ანალიზს და შედარებას (რომელსაც ვირთან საერთო არაფერი აქვს), იმის სურვილი, რომ არ დავემსგავსოთ წყვილჩლიქოსანს, იბადება, კიდევ ერთი შეკითხვა: ვსთვისაა ყველაზე ხელმოსათბობი სკანდალური ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა? პასუხის გასაცემად, პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ცოტა ჩაღრმავებამ მოგვიწია. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავის მთავრობასთან ერთად, ჩვენს საუკუნეებში უპრეცედენტო პანდემიის პირობებში, საქართველოში ინარჩუნებს კორონავირუსისგან სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს… მხოლოდ 14 ადამიანი. იმ დროს, როდესაც მეზობელ სომხეთში, სადაც ერთი მილიონი ადამიანით ნაკლები ცხოვრობს ვიდრე საქართველოში, პანდემიის შედეგად ამ ქვეყნის 300-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. შესაბამისად, დიდია ”ქართული ოცნების” შანსი, რომ გახდეს საპარლამენტო რბოლის ლიდერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდებოდა გაბუნიას მკვლელობა (მმართველ რეჟიმთან მიმართებაში ყველაზე რადიკალურად განწყობილი ჟურნალისტი) – ამოცანა გართულდებოდა! უკრაინას ჯერ არ დავიწყებია, თუ რად დაუჯდა კუჩმას ოპოზიციური ჟურნალისტის გონგაძის მკვლელობა! ისევე, როგორც შევარდნაძეს, – ქართველი ჟურნალისტის სანაიას მკვლელობა, რომელმაც, ფაქტიურად, გამოიწვია ე.წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობში მოსვლა. გამოდის, რომ რუსეთი, რომლის სამსახურებიც გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდნენ, ქართულ ოპოზიციას ხელს უწყობდა?! სააკაშვილის არხის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სკანდალური ოპოზიციური ჟურნალისტის მკვლელობა ცალსახად გაზრდიდა ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს, ხოლო არჩევნების წინა პერიოდში ამ გეგმის განხორციელებას შეიძლება გამოეწვია რიგითი „ვარდების რევოლუცია-2“. როგორ არ გავიხსენოთ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი კურჩენკოსთან, სადაც იანუკოვიჩის გუნდის გაქცეული ოლიგარქი თავაზობს სააკაშვილს მისი კრემლთან მჭიდრო კავშირების გამოყენებას? იმისათვის, რომ მაინც გავნსაზღვროთ გიორგი გაბუნიას წარუმატებელი მკვლელობის მთავარი მსურველი, ჩვენ დავბრუნდებით დასწყისში და ვეცდებით შევქმნათ ლოგიკური კავშირი ცნობილ ფაქტებსა და რგოლებს შორის. ამრიგად, ამ წლის თებერვალში, ახალი ამბების სააგენტოს „ნოვოსტი უკრაინის“, რეპორტიორებს საქართველოდან ორი ადამიანი მიმართავს, რომლებიც მოითხოვეთნ გიორგი გაბუნიას პოპულარიზაციას. წამყვანმა, რომელმაც პუტინს თავისი ტოქშოუს პირდაპირ ეთერში აგინა, უნდა გამხდარიყო ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი, რომელიც ცნობადი იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საერთაშორისო მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ელისო კილაძეა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირებითაა ცნობილი. ზუსტად მაშინ (ოთხი თვის წინ), ანტიტერორისტული სამსახურის ცნობით, სავარაუდო მკვლელი ჩამოდის საქართველოში, რომლის ამოცანაც იყო ოპოზიციის “ამომავალი ლიდერის” ლიკვიდაცია. მის ახლო მეგობარს და უშუალო ხელმძღვანელს, ტელეკომპანია „მთვარის“ ხელმძღვანელ ნიკოლოზ გვარამიას ბრიფინგზე წამოსცდა მისი კოლეგის მოახლოებული მკვლელობის შესახებ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში და რომ იგი ინფორმირებული იყო ამის შესახებ. ხოლო არხის ფაქტობრივი მფლობელი, რომლისაც სრულად ექვემდებარება აღნიშნული მედიის ხელმძღვანელი, არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცდილობს შურისძიებას ქართულ პოლიტიკაში. უკრაინაში იგივე რეფორმები არ არის დაწესებული რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მიერ! საუბარია მხოლოდ საქართველოში დაბრუნებაზე. იცოდა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ?! დიახ, იცოდა! ზუსტად ამაზე საუბრობს ტელეფონით მიხეილ სააკაშვილი თავის უახლოეს თანამებრძოლთან და მთავარ ფინანსისტთან, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან. ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც ტელეკომპანია „მთვარის“ დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ და არ აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ, რაც ნიშნავს ორგანიზატორსა და დაგეგმილი დანაშაულის შემსრულებელზე ხელის დაფარებას . შეკითხვა უკრაინის ხელისუფლებას: თქვენ ვერ ამჩნევთ სააკაშვილის მცდელობებს, რომ შეცვალოს უკრაინის მინერალური სასუქების ბაზარი, ვერ ხედავთ მის ზრახვებს საბაჟოზე და სამართალდამცავ უწყებებზე სრული კონტროლის დამყარებაზე, არ გესმით მისი განცხადებები, რომელიც ანგრევს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან! მართლა ვერ ხედავთ იმ მარტივ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული რეფორმების ამჟამინდელი კურატორი პირდაპირ კავშირშია ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობასთან?!“ სტატიას ქართულად "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. გაბუნია სააკაშვილი tbilisidaily
Gi Ga
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
შიშველი სიმართლე ჰომოსექსუალიზმის შესახებ
ტაბუდადებული თემა რასაც ჰომოსექსუალიზმი ქვია საქართველოში აქტუალური 2004 წლის შემდეგ გახდა. დღეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იყენებს ისეთ დესტრუქციულ ხერხებს როგორიცაა დეზინფორმაცია, მანიპულირება ცრუ სტატისტიკებით, გარკვეული მითების შექმნა და ა.შ. მაგ. 2011 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა რომ ამერიკული საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზეა დეზინფორმირებული რომ საზოგადოებას ჰგონია ამერიკელების 25% (ყოველი მეოთხე!) არატრადიციული ორიენტაციის. მაშინ როცა ყველაზე ოპტიმისტური ანგარიშითაც კი მათი რიცხვი მთლიანი მოსახლეობის 3% არ აჭარბებს. ამ სათვალავში იგულისხმებიან ისინიც ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური (ლესბოსური) ურთიერთობა, მაგრამ ამის შემდეგ აღარ ყოფილან მსგავს ურთიერთობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით თუ რეალურ ციფრებს და რაოდენობას გამოვიკვლევთ ვნახავთ რომ მათი რიცხვი აშშ-ში 1% ს არ აღემატება, ხოლო შედარებით მეტია კალიფორნიის შტატში სადაც გაცილებით ლიბერალური მიდგომაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ხოლო ნაკლებია სხვა შტატებში. როგორც ფონური მაჩვენებელი სხვა ქვეყნებისთვისაცაა მსგავსი რაოდენობა დამახასიათებელი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ცოდვად და ამორალობადაა მიჩნეული და მის მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება აშკარადაა გამოხატული ეს ციფრები გაცილებით ნაკლებია და უმნიშვნელო. მაგრამ... არსებობს მოთხოვნები და უფლებები რომლებსაც ეს უმცირესობა ითხოვს, ესენია: 1) უფლება რომ დაუფარავად აწარმოონ ჰომოსექსუალიზმის და ტრანსგენდერიზმის პროპაგანდა სკოლებში, ბაღებში და უნივერსიტეტებში ე.წ. "ცნობიერების ამაღლების" მოტივით. (მსგავსი პრაქტიკა აშშ-ს ზოგ შტატში და ევროპის რიგ ქვეყნებში უკვე გვაქვს (კალიფორნია-აშშ, ნიუ ჯერსი- აშშ, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ნიდერლანდები, კანადა, ახალი ზელანდია) ბრაზილია, ესპანეთი, არგენტინა, პორტუგალია, ფინეთი, ბრიტანეთი, რათა მომავალი თაობა გაზარდონ არა მხოლოდ ტოლერანტულები არამედ უფრო მეტად ლმობიერი. 2) უფლება იმისა რომ აკრძალონ ყველანაირი კრიტიკა ჰომოსექსუალიზმის და ჰომოსექსუალთა ქმედებებისა (თუნდაც დასაბუთებული და სრულიად მართებული) 3) უფლება იმისა რომ იდევნებოდნენ და მარგინალიზირებული იყვნენ ადამიანები მათი შეხედულებების გამო თუ ისინი ჰომოსექსუალიზმს ცოდვად და არანორმალურ ქმედებად აღიქვამენ. 4) უფლება იმისა რომ ჰომოსექსუალები გამოყოფილი იყვნენ მოსახლეობის ძირითადი წევრებისგან როგორც განსაკუთრებული სოციალური ჯგუფი და აღჭირვილი იყვნენ როგორც გარკვეული პრივილეგიებით ასევე სამართლებრივი სტატუსით. ცხადია რომ არ უნდა მოხდეს ჰომოსექსუალთა ამ ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნათა რეალიზება საკანონმდებლო დონეზე, რადგან ისინი იურიდიულად დაუსაბუთებელნი არიან, მრავალი მათგანი აბსურდული და მიუღებელია დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სახეზეა მცდელობა დემოკრატიასა და სამართლიანობაზე აპელირებით თავდაყირა დააყენონ სწორედ ეს დემოკრატია და სამართალი ამიტომაცაა რომ სულ უფრო ხშირად საუბრობენ დემოკრატიაზე როგორც უმრავლეობაზე უმცირესობის მიერ დიქტატის განხორციელების მექანიზმზე. ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტები ფაქტობრივად უარყოფენ ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლების შესახებ კონვენციას, დადგენილებას (10-11) მუხლები რომელთა თანახმადაც ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება უფლებები და თავისუფლებები შეეზღუდოს საზოგადოებაში ეროვნული უსაფრთხოების, ინტერესების, საზოგადოებრივი წესრიგის, უწესრიგობების, და დანაშაულის აღკვეთის ჯანმრთელობის და ზნეობის დაცვის ან სხვა პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების და ნორმების ასევე ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტებზე დაყრდნობით სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჰომოსექსუალების და მათი სხვა გაერთიანებებისთვის დაადგინოს რაიმე განსაკუთრებული პრივილეგირებული სამართლებრივი რეჟიმები, არ აქვს უფლება შეზღუდოს აზრისა და სიტყვის თავისუფლება ჰომოსექსუალიზმის მიმართ კრიტიკის ფორმირებისა და საჯაროდ გამოხატვის ნაწილში არ აქვს უფლება მოახდინოს ასეთი კრიტიკის კრიმინალიზება და აკრძალოს იგი. არ აქვს უფლება ჰომოსექსუალებს და ჰომოსექსუალიზმის მომხრე პროპაგანდისტების კრიტიკოსებს მიაწებოს "ჰომოფობის" იარლიყი, რადგან სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საზოგადოებრივი ზნეობა ოჯახური ცხოვრების ზნეობრივი საფუძვლები რადგან ოჯახის ინსტიტუტი არის საზოგადოების საფუძველი ზნეობრიობა არის კონსტიტუციურად დაცული უფლება მოქალაქეებისა განმტკიცებული სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული კონკორდატით. სახელმწიფო გვერდს ვერ აუვლის კონსტიტუციური უფლებების დაცვას, ასევე გვერდს ვერ აუვლის კონკორდატს რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლების რწმენის ზნეობის და ტრადიციული ფასეულობათა დაცვის გარანტად ეკლესია გამოდის. (ეს კანონიერი არგუმენტები ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ) ახლა კი წარმოგიდგენთ მცირე სტატიტიკას. ციფრები იმაზე მეტს ამბობენ ვიდრე სიტყვები: 1) ჰომოსექსუალთა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა რომ მათ 43% ს 200 ზე მეტი(!) სექსპარტნიორი ჰყავდა. ჰომოსექსუალები წელიწადში საშუალოდ 20 მდე პარტნიორს იცვლიან. 2) ჰომოსექსუალთა 78% დაავადებულია ისეთი დაავადებებით რაც სქესობრივი გზით გადადის, ანალურ-ლორწოვანი ნაწლავური ინფექცია, ნაწლავური ჩხირები, გონორეა, ჰერპესი, B ჰეპატიტი, ხოლო ჰომოსექსუალთა 50% ზე მოდის აივ ინფექცია შიდსი. 3)ჰომოსექსუალთა 25-30% ნარკომანი და ალკოჰოლიკია. 4) ჰომოსექსუალების 50% სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. (განსაკუთრებით ხანშიშესულები, რადგან ბებერი გეი არავის სჭირდება) 5) სიკვდილმისჯილ ქალთა 50% ლესბოსელი იყო 6) სექსუმცირესობის 33% ს დასაშვები მიაჩნია სექსი არასრულწლოვნებთან. 7) არსებობს ჰომოსექსუალთა ჯგუფი რომელშიც ათასობით წევრია გაერთიანებული და მისი სახელია NAMBLA ცნობილი როგორც სიყვარულის ამერიკული ასოციაცია "მამაკაცი და ბიჭი" მათი ლოზუნგია: "სექსი 8 მდე სანამ გვიანი არაა". ეს ჯგუფი აშშ-ში არსებულ ჰომოსექსუალთა ყველა თავყრილობის ხშირი სტუმარია და აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი. 8)იმის გამო რომ ჰომოსექსუალები ბუნებრივი გზით ვერ მრავლდებიან ცდილობენ ბავშვები აიყვანონ და გაზარდონ ისევე როგორებიც თავად არიან ხოლო ლესბოსელი ფემინისტების წევრები სახელად "შურისმაძიებელი ლესბოსელები" ამაყობენ რომ თავიანთ რიგებში უამრავ გოგონას იბირებენ. ბევრი გეი ცდილობს ისეთ ადგილებში შეღწევას სადაც ექნებათ ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობა (სკოლები, ბოისკაუტების ბანაკები, სასულიერო აკადემიები და ა.შ.) 9) აშშ-ში რეგისტრირებული ბავშვების გარყვნის შემთხვევათა 33% გეებზე მოდის. იმის გათვალისწინებით რომ აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% მოდის სექსუმცირესობის რაოდენობაზე გამოდის რომ ყოველი 20 დან ერთი ჰომოსექსუალი ბავშვის გამრყვნელია, მაშინ როცა ჰეტეროსექსუალებიდან ასეთ დანაშაულში 490 დან ერთია შემჩნეული. 10) ჰომოსექსუალებში საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 42 წელია მხოლოდ 9 % ცხოვრობს 65 წლამდე) დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი მამაკაცების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 70 წელია. ლესბოსელების საშუალო წლოვანება 45 წელია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალი ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა 79 წელი. 11) ჰომოსექსუალებს რეალურად იმაზე მეტი კომფორტი და ძალაუფლება გააჩნიათ ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანებს, მაგ. ჰომოსექსუალების საშუალო წლიური შემოსავალი აშშ და ევროპის ქვეყნებში 55.000 დოლარია, ჰომოსექსუალთა 49% ხელმძღვანელ თანამდებობებზეა რიგ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის მხოლოდ 15% აქვს მაღალი თანამდებობა. ამის მიუხედავად ლგბტ უფლებადამცველები აპელირებას მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე და ჩაგვრაზე აკეთებენ. 12) ფსიქიატრთა უმრავლესობა ამტკიცებს რომ ჰომოსექსუალთა შორის გაცილებით ნაკლებია ბედნიერი ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის, რადგან მათ ესმით და ქვეცნობიერად იციან რომ მათი ცხოვრების წესი არაბუნებრივია მაგრამ ცდილობენ საზოგადოებას თავი ბედნიერად მოაჩვენონ. 13) "სექსუალური ორიენტაცია" ეს ტერმინი ჰომოსექსუალების მოგონილია რომ თავი კარგ ასპექტში წარმოადგინონ, მათი მიზანია საზოგადოების ყურადღების გადატანა იმისგან რასაც სჩადიან, სურთ თავი წარმოაჩინონ ჩაგრულებად ვისაც ცუდად ექცევიან, თითქოს ღვთისგან აკრძალული საქმით არ არიან დაკავებული, ისინი აპელირებენ იმაზე რომ ჰომოსექსუალიზმი ცხოველებშიც გვხვდება, მაგრამ ცხოველებში ინცესტი და კანიბალიზმიც გვხვდება მაგრამ კანიბალიზმი ხომ არ შეიძლება ნორმალური და ბუნებრივი იყოს? აღარაფერს ვამბობთ ინცესტზე. ამ ლოგიკით ჯანმრთელ და უბიწო ქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ზოოფილია, ნეკროფილია, ფეტიშიზმი და ვუაიერიზმი. თუ ამ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციების მიმართ დისკრიმინაციას გამიოჩენთ ესეიგი ფარისეველი ხართ. ზემოთჩამოთვლილი "სექსუალური ორიენტაციები" ცნობილი როგორც "პარაფილიები" ფსიქიკურ აშლილობად, პიროვნულ გაორებად და სექსუალურ გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა, ისევე როგორც ადრე ითვლებოდა ჰომოსექსუალიზმი, გასული საუკუნის 70 იან წლებში გეი აქტივისტებმა უპრეცედენტო ზეწოლის და შანტაჟის, მოსყიდვის და დაშინების გზებით გეი აქტივისტის ფრენკ კამენის თაოსნობით აიძულეს ამერიკის ფსიქიატრიული ასოციაცია (APA) ფსიქიკური დაავადებების სიიდან ამოეღოთ ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება. მოგვიანებით სიიდან ამოიღეს პედოფილიაც. მიუხედავად ამისა ცნობილმა ფსიქიატრებმა ირვინ ბიბერმა და ჩარლზ სოკარადისმა 1978 წელს გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი რასაც ფსიქიატრთა დიდი ნაწილი იზიარებდა და აწერდა ხელს ამ ნაშრომის შედეგად შესწავლილი იქნა 200 მდე გეი ადამიანი და მათ დაადასტურეს რომ ჰომოსექსუალიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც ნორმა რადგან ესაა ფსიქიკური აშლილობა, (ტრანსგენდერების შემთხვევაში პიროვნულ გაორება) და სექსუალური გაუკუღმართებად, სექსუალურ გადახრად ითვლებოდა არა მარტო ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა არქმედ ტრანსგენდერიზმი, ბისექსუალიზმი, ზოოფილია, პედოფილია, სადიზმი და მაზოხიზმი. მიუხედავად უამრავი ავტორიტეტული ფსიქიატირის ნაშრომის და კვლევისა, ამერიკის ფსიქოატრთა ასოციაციამ მაინც ამოიღო ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დაავადებების ნუსხიდა, ხოლო 78 წლის 17 მაისს უკვე მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამაც ამოიღო ეს დაავადებები საკუთარი ნუსხიდან რაზეც გადამწყვეტი როლი საერთაშორისო გეი ლობმა ითამაშა. 14) ამჟამად მონაცემებით ჰომოსექსუალისტების საერთო რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2% ის ფარგლებში მერყეობს. 15)სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მთავარი მიზანია საზოგადოების ყურადღების შემცირება ჰომოსექსუალისტების მიმართ. "მთავარია რომ ჩვენ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდეთ და არ გვკიცხავდნენ." ოცნებობენ გეი აქტივისტები. იდეალურ შემთხვევაში ნორმალური სექსორიენტაციის ადამიანებმა სექსუალური მისწრაფებები ისე უნდა შეადარონ ერთმანეთს როგორც მაგალითად სხვადასხვა სახეობის ნაყინს ადარებენ. ან სპორტის სახეობებს. სექსუმცირესობის პროგრამის ნაწილი საზოგადოების მიერ მათი ცხოვრების წესის აღიარებაა. ჰომოსექსუალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა ადამიანებს ზიზღი გაუღვივონ ტრადიციული ფასეულობათა და ქრისტიანობის მიმართ. გეი აღლუმებზე კარგად ჩანს ჰომოსექსუალების ნამდვილი სახე და მათი დამოკიდებულება რელიგიის ქრისტიანობის მიმართ. ისინი დიდ მნიშველობას ანიჭებენ სიმბოლიზმს და მისტიციზმს, ამიტომ ხშირად ნახავთ ე.წ. პრაიდებზე მათ მიერ განსახიერებულ ანგელოზებს, სასულიერო პირებს და ხატებსაც კი... ისინი უარყოფენ მორალს და ოჯახის ზნეობრივ საფუძვლებს. ბიწიერება და გარყვნილება გააკერპეს ცოდვის გამართლებას კი ესთეტიკით ცდილობენ. ყველაზე საშინელი რაც კი ევროპის ქრისტიანულ ცივილიზაციას დაემართა არის ცნებების შეცვლა და აღრევა. ახლა მამათმავალი შეიძლება მღვდელმსახური გახდეს. ეს პროპაგანდა ასე მუშაობს, ესაა კულტურის დაპყრობის ხუთ ეტაპიანი პროცესი, ყველაფერი იწყება ტოლერანტობით, როგორც კი მამათმავლები აღწევენ ტოლერანტობის ყველაზე მაღალ საფეხურს და მოგეხსენებათ ტოლერანტობა არის უფლება ყველამ თავი დაგანებოს მყისიერად წინა პლანზე იწევს მოთხოვნა მიღების შესახებ, ესაა თანასწორუფლებიანობა შემდეგ მოდის აღიარება, ანუ ყველამ არამცთუ უნდა მიიღოს მამათმავლობა არამედ წინ წასწიოს მისი ღირებულებები, ამას მოჰყვება ძალდატანებითი თანამონაწილეობა ანუ ყველა უნდა მონაწილეობდეს გეი კულტურაში, და ბოლოს დასჯა ვინც არ ეთანხმება მამათმავლებს დაისჯება. რუსეთი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები იმყოფებიან პირველ ეტაპზე რასაც ჰქვია ტოლერანტობის ეტაპი, ამიტომ ამას საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს პრობლემად, ეს პრობლემა სინამდვილეში არსებობს და ის მიწაში ჩარგულ მარცვალს ჰგავს. ეს მარცვალი ანტიდისკრიმინაციული კანონია, ხოლო აშშ-ში უკვე ისეთი კანონია რომელიც კრძალავს ნებისმიერი სახის გამოხატულ უარყოფით აზრს და დამოკიდებულებას ჰომოსექსუალების მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მამათმავალთა საზოგადოების ნებისმიერი კრიტიკა უკვე დანაშაულია. საშუალო ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობას ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ მაგრამ ვერ ბედავენ ხმამაღლა ამის თქმას რადგან მამათმავლებს იმდენად დიდი ძალაუფლება აქვთ რომ შეუძლიათ დააზარალონ ისინი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ხელისუფლებაში ან რაიმე გავლენიან კომპანიაში მუშაობს, ისინი თუ უარყოფით აზრს გამოხატავენ მათ იპოვიან და შურს იძიებენ, სამაგალითოდ დასჯიან. საინტერესოა რას ფიქრობდა ადამიანთა ცნობილი უფლებადამცველი მარტინ ლუთერ კინგი გეების შესახებ: ის ჰომოსექსუალიზმს პრობლემად აფასებდა და მას დიდ საზოგადოებრივ პრობლემას უწოდებდა, მარტინ ლუთერ კინგი თვლიდა რომ "ჰომოსექსუალიზმი განკურნებადია" და სავსებით შესაძლებელია "ჰომოსექსუალი გახდეს ექს-ჰომოსექსუალი, თუ ამის შინაგანი მისწრაფება და მზაობა ექნება და თავის თავში ამ ცოდვის ჟინს ჩაკლავს". მოგეხსენებათ მარტინი პასტორი იყო და ღრმად სწამდა ქრისტიანული ღირებულებების. ყველაზე მეტად ჰომოსექსუალები ებრძვიან ექს-ჰომოსექსუალებს რადგან ისინი ეწინაარდეგებიან გეების მთავარ დებულებას-რომ ეს არაა არჩევანი, რომ ასეთებად იბადებიან, ხოლო ის ფაქტი რომ ადამიანი შეიძლება შეიცვალოს და გახდეს ჰეტერო, ცვლის მათ ამ დოგმას და არყევს რწმენას ყველაზე აქტიურ გეებშიც კი. ახლა კი გიამბობთ ერთ სულსშემძვრელ ისტორიას რომელიც ახალ ზელანდიაში მოხდა, მარკ ნიუტონის და პიტერ ტროუნგის ამაზრზენი ისტორია. ისინი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, პედოფილმა ჰომოსექსუალებმა რუსეთში იპოვეს სუროგატი დედა და მას ჩააკითხეს, მას შემდეგ რაც მოახდინეს ფიქტიური ქორწინება, "დედა" სუროგაციის შედეგად დაფეხმძიმდა. 9 თვის შემდეგ ახალშობილი გეი წყვილმა "იყიდა" 8000 დოლარად და გადაეცა ამ მამათმავლებს. მას შემდეგ უკვე ქვეყნიდან ბავშვის გაყვანის საკითხი უბრალო ფორმალობა იყო. ისინი ბავშვის ფოტოებს საიტზე ათავსებდნენ და მას აქირავებდნენ ფულის სანაცვლოდ უკვე სხვა გეები აუპატიურებდნენ. ერთი შეხედვით ეს იყო ბედნიერი ოჯახი რომელიც ხშირად მოგზაურობდა, მაგრამ რეალურად ისინი 6 წლამდე ასაკის ბავშვს მუდმივად აუპატიურებდნენ, ვიდეოებს კი პედოფილურ საიტზე ტვირთავდნენ. მათ ბავშვს ტვინიც გამოურეცხეს და შთააგონეს რომ ამაში უჩვეულო და უცნაური არაფერი იყო, შთააგონეს რომ არაფერი ეთქვა ამის შესახებ. სრულიად ნათელია რომ ამ ორმა ბავშვი იყიდა და მიიღო მისი გაუპატიურების ექსკლუზიური უფლება. პედოფილებმა სრულიად სამართლიანად მიიღო 30 და 40 წლიანი პატიმრობა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შემთხვევაა რომელიც გახმაურდა, არავინ იცის სინამდვილეში რამდენი ბავშვი იტანჯება ჰომოსექსუალი მშობლების ოჯახებში. დრო გადის და მუდმივად მატულობს კალიფორნიაში ჰომოსექსუალთა რიცხვი, ამას კი ადგილობრივი ლიბერალური კანონმდებლობა უწყობს ხელს რომელიც ჰომოსექსუალ მშობლებს უფლებას აძლევს შვილები აიყვანონ და ბავშვები იშვილონ. ძნელი გამოსაცნობი არაა ჰომოსექსუალების შვილები როგორებიც გაიზრდებიან, სწორედ ამიტომ 2014 წლიდან პირველად დაფიქსირდა სან ფრანცისკოში ბუნებრივი მატების შეჩერება. ახალშობილთა რიცხვი მუდმივად მცირდება ხოლო ჰომოსექსუალების წლიდან წლამდე იზრდება. ასევე მატულობს ყოველ პრაიდზე იმ ბიჭების რიცხვი რომლებიც პრაიდში იღებენ მონაწილეობას როგორც სექსუალური უმცირესობები, მათი რიცხვი 8-10 წლამდე მერყეობს, ამ ასაკის ბიჭები პედოფილების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ახლა კი მცირე ფოტოკოლაჟს შემოგთავაზებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან სადაც ასეთი გეი პრაიდები იმართება. და ბოლოს იმედია "ჰომოფობად" არავინ ჩამთვლის რადგან შიშველი სიმართლე კიდევ ერთხელ დავანახე საზოგადოებას, ამიტომ იმედს ვიტოვებ რომ ჩემს შემდეგ სტატიებსაც სამართლიანად შეაფასებთ.
+8
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ვინ გაუტეხა მინისტრ წულუკიანს mail-ი
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ელექტრონულ ფოსტაში უკანონო შეღწევის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომელი ყოფილ ხელმძღვანელებს დევნასა და ზეწოლაში ადანაშაულებს და სასამართლოში ჩივის. ქუთაისის 2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი, შორენა ჯიმშელეიშვილი, იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს და 2019 წლის ივლისში სამსახურიდან დაითხოვეს. ჯიმშელეიშვილი “ოთხი თვის განმავლობაში პერიოდულად შედიოდა თეა წულუკიანის სამსახურებრივ დაცულ სისტემაში, რითიც საფრთხე შეუქმნა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, - წერია სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში.ამ მძიმე ბრალდების უკან საინტერესო ისტორია იმალება. სამინისტროების გაერთიანება და საერთო ელექტრონული სისტემა 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამინისტრო შეუერთდა. გაერთიანებისას გადაწყდა, რომ გაუქმებული სამინისტროს თანამშრომლები იუსტიციის სამინისტროს საქმეთა წარმოების ელექტრონულ პროგრამაში იმუშავებდნენ და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. ტრენინგის შემდეგ ახალ თანამშრომლებს იუსტიციის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში (EMშ) პირადი გვერდები შეუქმნეს და სატესტო რეჟიმში მუშაობა დაავალეს. ამის დამადასტურებელი ორი დოკუმენტი მოიპოვება - სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტების ასლები პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს უთხრეს, რომ პროგრამაში შესვლისთვის აკრეფდნენ საკუთარ სახელ-გვარს, პაროლი კი ყველასთვის საერთო - ციფრი 1 - იქნებოდა. თანამშრომლები ასე უნდა შესულიყვნენ სისტემის სატესტო ვარიანტში, სადაც უნდა ევარჯიშათ და მომზადებულიყვნენ რეალურ პროგრამაში სამუშაოდ. უკვე წლებია, იუსტიციის სამინისტროში შემავალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული და საკანცელარიო დოკუმენტების წარმოება ელექტრონული სისტემით (EMშ) იმართება. რიგითი მოხელეც და მინისტრიც სწორედ ამ პროგრამით იღებს, ეცნობა და ხელს აწერს დოკუმენტებს. პროგრამაში ყველა თანამშრომელს საკუთარი გვერდი აქვს, რომელიც სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის ფუნქციასაც ასრულებს. სისტემის დაცვა, მართლაც, მნიშვნელოვანია, რადგან პროგრამაში პერსონალური, კომერციული თუ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება.7-საათიანი გამოკითხვა და მოულოდნელი ბრალდებები შორენა ჯიმშელეიშვილი, რომელიც დღეს სასამართლოში დაობს, 2 პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ამ სამსახურში მუშაობა მან 2005 წელს რიგითი ინსპექტორობით დაიწყო და 2015 წელს ადმინისტრაციის უფროსი გახდა, კანცელარიის ზედამხედველობა და 12 თანამშრომლის ხელმძღვანელობა დაევალა. 2018 წლის ბოლოს შორენამ, როგორც თავად ამბობს, დიდი მონდომებით დაიწყო ახალი პროგრამის შესწავლა.“ტრენინგზე აგვიხსნეს, რომ შემეძლო დოკუმენტის შექმნა, რომელსაც გავუგზავნიდი ჩემს ზემდგომს, შემდეგ შემეძლო ჩემი ზემდგომის გვერდზე შესვლა და ნახვა, როგორ გამოჩნდა მასთან ჩემი გაგზავნილი დოკუმენტი, შემდეგ შემეძლო მისი სახელით ვიზის მიცემა და მის ზემდგომთან გაგზავნა და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა სატესტო რეჟიმში, ამისთვის საჭირო იყო პროგრამაში შემეყვანა ნებისმიერი თანამშრომლის (ზემდგომის) სახელი და გვარი, პაროლი ყველასთვის იყო ციფრი 1 და შევიდოდი მის გვერდზე. ამის პრაქტიკული მაგალითიც ტრენინგზე გვაჩვენეს” - იხსენებს შორენა ჯიმშელეიშვილი რადიო თავისუფლებასთან. ერთ დღეს, 2018 წლის ოქტომბერში, ჯიმშელეიშვილმა პროგრამის სატესტო რეჟიმში ვარჯიშის დროს მოამზადა და იუსტიციის მინისტრის სახელზე გაგზავნა პატიმრის წერილი. შემდეგ გადაწყვიტა შეემოწმებინა, სწორად შეასრულა თუ არა ამოცანა და მივიდა თუ არა ადრესატამდე მისი გზავნილი. როგორც ტრენინგზე ასწავლეს, შორენამ სისტემის შესაბამის ველში აკრიფა ზემდგომის - ამ შემთხვევაში, მინისტრის - სახელი, გვარი, შემდეგ პაროლი, ციფრი 1, და მინისტრის ელექტრონულ სისტემაში მის გვერდზე შევიდა.დოკუმენტების მართვის სისტემის ინტერფეისი შორენამ მინისტრის სახელზე თავისი გაგზავნილი წერილი ვერ იპოვა. იფიქრა, რომ არასწორად მოამზადა და ეს ყველაფერი ხელახლა რამდენჯერმე სცადა. იმ დღიდან მოყოლებული, შორენა ჯიმშელეიშვილი პერიოდულად შედიოდა მინისტრის პირად გვერდზე, ტრადიციულად, პაროლი 1- იანით. მინისტრის ფოსტაში რამდენიმე წერილის შაბლონიც მოამზადა - აინტერესებდა, რა ინსტრუმენტებით იყო აღჭურვილი მისთვის ახალი პროგრამა. ამასობაში, 2019 წლის 14 იანვარს, სამინისტროების პროგრამების შერწყმა დასრულდა. მთელი სამსახური, მათ შორის შორენა ჯიმშელეიშვილიც, რეალურ სისტემაში შეუდგა მუშაობას და ჯიმშელეიშვილიც სატესტო რეჟიმის ინსტრუქციის დროს მოქმედი დროებითი პაროლი 1-ით მინისტრის ფოსტაში აღარასოდეს შესულა. 2019 წლის აპრილში შორენა ჯიმშელეიშვილს სამინისტროს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. 7-საათიანი გამოკითხვისას გაიგო, რომ მას მინისტრ თეა წულუკიანის რეალურ ფოსტაში შეღწევაში ედებოდა ბრალი. “ეს იყო შოკი. არ მჯეროდა, ვერ წარმომედგინა, რომ სახელ-გვარის და საყოველთაოდ ცნობილი, ყველა თანამშრომლის საერთო სატესტო პაროლის, 1-იანის, შეყვანით შევდიოდი მინისტრის რეალურ ფოსტაში, სადაც რეალური დოკუმენტები იყო. მართალია, მე იქ შემჩნეული მქონდა დოკუმენტების სიმრავლე, თუმცა ვთვლიდი, რომ, ჩემს მსგავსად, სხვა თანამშრომლების სატესტო ვარჯიშისას მომზადებული დოკუმენტები იყო. მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები მიყვიროდნენ, მუქარის ტონით მეუბნებოდნენ, მეღიარებინა დანაშაული და პატიება მეთხოვა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტრესისა, ახსნა განმარტებაში მაინც დავაფიქსირე, რომ მინისტრის რეალურ გვერდზე შესვლის არანაირი განზრახვა და მოტივი არ მქონია, დარწმუნებული ვიყავი, რომ სისტემა სატესტო რეჟიმში იყო და მინისტრის გვერდიც არარეალური, ვირტუალური და სავარჯიშოდ იყო შექმნილი. თუმცა ეს არავინ გაითვალისწინა და უმკაცრესად დამსაჯეს”. როგორც ჯიმშელეიშვილი გვიყვება, ვიდრე დასჯიდნენ, 19 აპრილს N 2 დაწესებულების დირექტორმა როინ დეკანოიძემ კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თავად დაეწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება. “მისი თქმით, მე არ მქონდა მორალური უფლება მუშაობა გამეგრძელებინა არა მარტო N2 დაწესებულებაში, საერთოდ, იუსტიციის სისტემაში. რა თქმა უნდა, განცხადება არ დავწერე და შევხვდი ზემდგომს, ავუხსენი მდგომარეობა, მან მითხრა, როგორ მომივიდა აზრად მინისტრის სახელის და გვარის აკრეფა, საერთოდ, რას ვუგზავნით ჩვენ მინისტრს (დაავიწყდა, რომ მინისტრს განცხადებები ეგზავნება ბრალდებულ/მსჯავრდებულებისაგან). მითხრა, რომ თავიდან იფიქრეს, სისხლის სამართლის მუხლით ხომ არ დაეწყოთ ჩემს მიმართ საქმის აღძვრა, მაგრამ ვინაიდან დადგინდა, რომ არ მქონია ცუდი განზრახვა, საქმე დაიწყეს ადმინისტრაციული წესით”, - იხსენებს ჯიმშელეიშვილი.2 პენიტენციური დაწესებულების მაშინდელი დირექტორი, როინ დეკანოიძე, რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ ჯიმშელეიშვილს სამსახურიდან წასვლას აიძულებდა. სამაგალითო დასჯა მას შემდეგ, რაც შორენამ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლაზე უარი თქვა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა მომზადდა. მრავალგვერდიან დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ოთხი თვის განმავლობაში ჯიმშელეიშვილი მინისტრის სახელ-გვარის და პაროლ 1-იანის გამოყენებით 71-ჯერ უკანონოდ შევიდა მინისტრ წულუკიანის რეალურ, სამსახურებრივ სისტემაში. დასკვნის მიხედვით, შორენა ჯიმშელეიშვილს რამდენიმე სახის (დისციპლინური) დანაშაული ბრალდება. კერძოდ: სამუშაო საათებში მინისტრის სისტემაში შესვლა მიიჩნიეს არასამსახურებრივი მიზნებით ინტერნეტის გამოყენებად, რაც მინისტრის 2017 წლის ივლისის ბრძანებით აკრძალულია და ისჯება; მინისტრის ციფრულ განყოფილებაში შესვლა მიიჩნიეს მისი და სამინისტროს რეპუტაციის შემბღალავ ქმედებად; დაადგინეს, რომ ჯიმშელეიშვილის ეს მოქმედება “სახელს უტეხს სამინისტროს და არყევს მოქალაქეებში სახელმწიფოს მიმართ ნდობას”; ჯიმშელეიშვილის საქციელი “ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ, უღირსი საქციელია”, რომელმაც საფრთხე შეუქმნა “მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის, იუსტიციის მინისტრის, გვერდზე დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას”, რაც, ასევე, “მოხელისთვის უღირსი და საკუთარი რეპუტაციიის შემლახავი ქმედებაა”. მონიტორინგის სამსახური მიყენებული ზიანის გამოსწორებას შეუძლებლად მიიჩნევს და წერს, რომ აუცილებელია ჯიმშელეიშვილის მკაცრად დასჯა სამსახურიდან გათავისუფლებით. 2019 წლის 15 ივლისს, მონიტორინგის სამსახურის იმავე დღეს გამოცემული დასკვნის საფუძველზე, შორენა ჯიმშელეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მინისტრის დაცული ფოსტა საერთო პაროლით 1 რამდენად იყო მინისტრის ფოსტა დაცული? ნიშნავს თუ არა პაროლი 1 დაცვას? თანამედროვე მიდგომით, პაროლი უნდა იყოს გრძელი, მინიმუმ 8 და სასურველია 12- სიმბოლოიანი. მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს დიდი და მცირე ასოები, ციფრები და სხვადასხვა სიმბოლოები. აშკარაა, რომ მინისტრის პაროლი ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. როგორ მოახერხა პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მინისტრის დაცულ ელექტრონულ სისტემაში შესვლა? მონიტორინგის სამსახურის დასკვნითაც დასტურდება, რომ თეა წულუკიანის ოფიციალური ელექტრონული გვერდის პაროლი მხოლოდ ციფრი 1 იყო, ეს პაროლი ჰქონდა ათეულობით ადამიანს, რომლებიც სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გახდნენ. ვის ევალებოდა მინისტრის ფოსტის უსაფრთხოების დაცვა და რატომ ვერ აღმოაჩინეს მასში უცხო პირის შესვლა რამდენიმე თვის განმავლობაში? ამ შეკითხვებზე პასუხი მონიტორინგის სამსახურის დასკვნაში არ წერია, მათ მხოლოდ ჯიმშელეიშვილის ბრალეულობა გამოავლინეს. თუმცა ჩვენ მოვიკვლიეთ დეტალები, რომლებიც სურათს უფრო გასაგებს ხდის. იუსტიციის სამინისტროში შემუშავებული და დამტკიცებულია ელექტრონული მართვის სისტემის (EMშ) მოხმარების ინსტრუქცია. ამ დოკუმენტის მე-7 გვერდზე აღნიშნულია, რომ მომხმარებელი ვალდებულია სტანდარტული პაროლი აუცილებლად შეცვალოს. ამ ინსტრუქციის მიხედვით, მინისტრი წულუკიანი (ანდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი) იყო ვალდებული სტანდარტული პაროლი 1-იანი შეეცვალა, რაც შორენა ჯიმშელეიშვილის მინისტრის გვერდზე შესვლას იმთავითვე გამორიცხავდა. ვის უნდა აღმოეჩინა უცხო პირი მინისტრის სისტემაში? ამ კითხვაზე პასუხამდე მნიშვნელოვანია გავიგოთ, ვინ და როგორ აღმოაჩინა ჯიმშელეიშვილის შესვლა. იმ დოკუმენტებით, რომლებიც რადიო თავისუფლებას აქვს, შორენა ჯიმშელეიშვილი მინისტრის გვერდზე პირველად 2018 წლის 18 ოქტომბერს შევიდა. ამ მომენტიდან ექვსი თვის შემდეგ, 2019 წლის აპრილში, ერთ-ერთი თანამშრომლის ახსნა-განმარტების მიხედვით, მინისტრის ფოსტაში იპოვეს რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც, მინისტრის განცხადებით, მისი შექმნილი არ იყო. ამის შემდეგ დაიწყეს მოკვლევა და დაადგინეს, რომ ეს დოკუმენტები შექმნილი იყო შორენა ჯიმშელეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სამსახურებრივი კომპიუტერიდან. რომ არა მინისტრის სისტემაში შექმნილი წერილის რამდენიმე სატესტო შაბლონი, ძნელად სავარაუდოა ჯიმშელეიშვილის სისტემაში ყოფნა ვინმეს აღმოეჩინა.ამ მოსაზრებას ამყარებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, თამუნა ფაჩულიას, მონათხრობი, რომელიც სასამართლოში ჯიმშელეიშვილის ინტერესებს იცავს. ფაჩულიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოში წარადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ პაროლ 1-იანის გამოყენებით მინისტრის პირად გვერდზე სატესტო ვარჯიშის დროს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ. უბრალოდ, მათ მინისტრის პირად სისტემაში დოკუმენტი არ შეუქმნიათ და, სავარაუდოდ, მათი დადგენა ამ დრომდე ამიტომ ვერ მოხერხდა. “ჩვენ დავაყენეთ სასამართლოში კონკრეტული მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობა, რაც სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ჩვენ სასამართლოს დავარწმუნებთ, რომ ჯიმშელეიშვილის გარდა მინისტრის სისტემაში სხვა თანამშრომლებიც იყვნენ, სხვებმაც ჩათვალეს, რომ ეს იყო მინისტრის სატესტო [ წარმოსახვითი, პირობითი] და არა რეალური გვერდი, პაროლ 1-იანის გამოყენებით შედიოდნენ და მას სავარჯიშოდ იყნებდნენ”, გვითხრა საიას იურისტმა თამარ ფაჩულიამ. დამძიმებული ბრალდება მონიტორინგის სამსახურის დასკვნიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ ბრალდებები ხელოვნურადაა დამძიმებული. მაგალითად, დასკვნაში წერია, რომ ჯიმშელეიშვილმა ოთხი თვის განმავლობაში 71-ჯერ შეაღწია მინისტრის ფოსტაში, სინამდვილეში კი სამინისტროს პასუხისმგებელი თანამშრომლის ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ ჯიმშელეიშვილი სულ ხუთ სხვადასხვა დღეს შევიდა პროგრამაში. უბრალოდ, ამ შესვლებისას, ჯამში, 71 მოქმედება განახორციელა. თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში ისიცაა აღნიშნული, რომ ჯიმშელეიშვილს არაფერი გაუფუჭებია, არაფერი წაუშლია ან გადმოუწერია; წერია, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვერ ნახავდა, მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტს თუ წაიკითხავდა. იუსტიციის სამინისტროს ამ თანამშრომლის ახსნა-განმარტებაში კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელიც მინისტრის სისტემის დაცულობას აღწერს. დოკუმენტში წერია, რომ მინისტრ წულუკიანს შეუძლია პროგრამაში ნებისმიერი ადგილიდან შევიდეს (თანამშრომლების უმრავლესობას მხოლოდ სამსახურებრივი ქსელიდან აქვს წვდომა სისტემაზე). ამიტომაც ძნელია იმის დადგენა, კონკრეტული ქმედება მინისტრმა განახორციელა თუ სხვა პირმა, ვინც უნებართვოდ იყო შესული მის გვერდზე. ამის დასტურად სპეციალისტს მოჰყავს ოთხი დოკუმენტი და აღნიშნავს, რომ მასზე მინისტრის ხელმოწერაა თუ სხვა პირის, გასარკვევია. ვინ იყო პასუხისმგებელი მინისტრის გვერდის უსაფრთხოებაზე, რატომ ჰქონდა მინისტრის დაცულ სისტემას პაროლი 1-იანი, მონიტორინგის სამსახურს დასკვნაში ამ და სხვა კითხვებზე პასუხი არ გაუცია, დამნაშავედ მხოლოდ შორენა ჯიმშელეიშვილი გამოიყვანეს. რადიო თავისუფლებას კომენტარის გაკეთებაზე იუსტიციის სამინისტროდან უარი გვითხრეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში შორენა ჯიმშელეიშვილის სამსახურიდან გათავისუფლებიდან 10 თვე გავიდა. ის საიას დახმარებით სასამართლოში ცდილობს შელახული უფლებების აღდგენას, იმის დამტკიცებას, რომ მისი გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, მონიტორინგის სამსახურის დასკვნა კი დარღვევებითაა მომზადებული. ადვოკატი ამბობს, რომ იმედი აქვს, ჯიმშელეიშვილს სასამართლო სამსახურში აღადგენს და განაცდურ ხელფასსაც აუნაზღაურებს. წულუკიანის მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურას ათეულობით ყოფილი თანამშრომელი ედავება სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას, რამდენიმე მათგანმა სამინისტროს სასამართლო დავა უკვე მოუგო და მათ სასარგებლოდ სახელმწიფო უწყებას ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. იუსტიციის სამინისტრომ რადიო თავისუფლებას კომენტარზე უარი უთხრა. წყარო: რადიო თავისუფლება
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 12 hours ago
აფხაზი ახალგაზრდები საკუთარი სამყაროს ძიებაში
ყავამ იმედი გამიცრუა, ძალიან წყალწყალა და სუსტი იყო იმისათვის, რომ ჩემი იტალიური გემოვნება დაეკმაყოფილებინა. თუმცა ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია. ფრანგული ყავის მოყვარული მაინც არასდროს ვყოფილვარ. ამის გაგონებაზე ჩემს 26 წლის აფხაზ მეგობარს გაეცინა. აფხაზ ახალგაზრდებს ყოველდღე უწევთ მოლიდინისა და რეალობის ერთმანეთთან შეთავსება. აფხაზეთი კენჭიანი სანაპიროთი, პალმის ხეებითა და შავი ზღვის სანაპიროზე შეფენილი მთებით, ხმელთაშუა ზღვის კურორტს ჰგავს, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, საკუთარ ახალგაზრდებს ცოტა შესაძლებლობებს ჰპირდება. აფხაზი ახალგაზრდები, როგორც მილენიალები, ასევე მათი შემდგომი თაობა 1992-1993 წლის კონფლიქტის ფონზე აღიზარდა - დანგრეული შენობები, უშუქობა, საკვები პროდუქტის ნაკლებობა, ემბარგო და გარე სამყაროსგან იზოლაცია. თუმცა, მათ ცვლილებებიც განიცადეს, რაც შესაძლებელია ნათელი მომავალის ნიშანი იყოს. ახალგაზრდა მამაკაცი XIII საუკუნის გენუის პორტის ნანგრევებთან, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი საზღვაო პუნქტი იყო. სოხუმის ერთ-ერთ კაფეში კედლებს ნატყვიარი ამჩნევია დაჟანგებული კიბე მიტოვებული საბჭოთა შუქურაში, რომელიც Scavenger Hunt-ის დროს ერთ-ერთ დანიშნულების ადგილია წყნარი შავი ზღვა ერთგვარი კონტრასტია იმ დანგრეულ შენობებთან, რომელიც აფხაზეთის სანაპიროს ზოლზე მდებარეობს 2008 რუსეთისა და საქართველოს ომის შემდეგ, აფხაზეთი რუსეთმა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო. მას შემდეგ, აფხაზეთს რუსი ტურისტები ხშირად სტუმრობენ. სოხუმში და სხვა ზღვისპირა კურორტებზე სასტუმროების ბიზნესი განვითარდა - გზები დაიგო და ახალი სკოლები აშენდა. თუმცა, სოხუმში რამდენიმე ბოჰემური კაფისა და ბურგერის რესტორნების გარდა, ახალგაზრდებისთვის სხვა გასართობი ადგილი არ არსებობს. ასევე იშვიათად ეწყობა დიდი მასშტაბის წვეულებები, თუმცა აფხაზეთში რამდენიმე როკ-ჯგუფი მოღვაწეობს. ყველაფრის მიუხედავად, აფხაზი ახალგაზრდები გართობას საკუთარი ძალისხმევით მაინც ახერხებენ. რამდენიმე შემოქმედებითმა ახალგაზრდამ დანგრეული შენობები საკუთარი ხელოვნებისთვის გამოიყენა. მიტოვებული პარლამენტის შენობა, აფხაზი ახალგაზრდების შეკრების ადგილია. გრაფიტის მხატვრებმა შენობის მეორე სართული მოხატეს და კედლებზე ხშირად გამოყენებული სლოგანი „დამოუკიდებლობა” დაწერეს. თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფმა Sklad-მა, რომელსაც ახალგაზრდა ხელოვანები და კულტურის მენეჯერები მართავენ, 2017 წელს მათი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვანები დაპატიჟეს. დისკუსია 1992-1993 წელს კონფლიქტის დროს დაკარგული არიქივის საკითხს დაეთმო. პროგრამის მიზანია არა მხოლოდ გახსენება, არამედ ახალი ნამუშევრებით იმ ცარიელი ადგილის შევსება, რაც აფხაზეთში კულტურული ინსტიტუტების გაქრობას მოჰყვა. ორი ახალგაზრდა მამაკაცი Scavenger Hunt-ის თამაშის დროს, სოხუმის ერთ-ერთ კაფეში იყურება. ღამის ცხოვრების არარსებობის გამო, ასეთი ადგილები ახალგაზრდებს, ოჯახის გარეთ სოციალიზაციის საშუალებას აძლევს სტუდენტები Scavenger Hunt-ის თამაშის დროს. აფხაზ ახალგაზრდებს გართობის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისინი იძულებულები არიან გართობის ხერხები თავად მოიფიქრონ სოხუმის ცენტრში შეკრებილი ხალხი, რუსულ ვოკალურ კონკურსში ახალგაზრდა გოგოს გამოსვლას უყურებს. აფხაზი ახალგაზრდების უმეტესობა, ტანსაცმელს, ტელეფონებსა და სხვა ნივთებს რუსეთიდან ყიდულობს. აფხაზ ახალგაზრდებს 1992-1993 წლის კონფლიქტის შესახებ მშობლებისგან სმენიათ, ან მხოლოდ ბავშვობის ბუნდოვანი მოგონებებიდან ახსოვთ. მაშინაც კი, როდესაც ისტორიას იხსენებენ, უსვამენ ხაზსს იმას, რომ აფხაზეთი (აფსნი - იგივე რაც „სულის ქვეყანა”) წარსულზე უფრო მეტია. Sklad-ის მსგავსად, ისინი ფიქრობენ, რომ აფხაზი ერის თვითგამორკვევა მათი მიზანია. მაშინ როდესაც, ბევრი ახალგაზრდა უკეთესი მომავლისთვის აფხაზეთს ტოვებს, ბევრი, პირიქით აფხაზეთში ბრუდნება, 30 წლის კან ტანიას მსგავსად. კანი 26 წლის ასაკში, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა. აფხაზეთის მომავალზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს და იმედგაცრუებები შესაძლებელია წინ იყოს. რუსეთის გარდა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ დაუჭია მხარი აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რაც აფხაზებს გეოპოლიტიკურ ლიმბში ტოვებს. აფხაზეთს არაფერი ჰქონდა საერთო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის პომპეზურობასთან, რომელიც აფხაზეთიდან 60 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობდა. თუმცა, ამ ფაქტს გავლენა არ ჰქონია აფხაზი ახალგაზრდების რწმენაზე, რომ მათ უნიკალური იდენტობა აქვთ. სტუდენტები ელოდებინ საკუთარ რიგს, რომ ვლადისლავ არძინბას საფლავზე ყვავილები დააწყონ. აფხაზებისთვის არძინბა თანამედროვე აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2005) და ერის სულიერი მამაა. კაცები ქედს იხრიან ვლადისლავ არძინბას საფლავის წინაშე. 1992-1993 წლებში, ომი დამოუკიდებლობისთვის ათასობით ადამინის სიკვდილითა და აფხაზეთიდან 250, 000 ეთნიკური ქართველის გამოძევებით დასრულდა. სტუდენტები დანგრეული პარლამენტის შესასვლელთან, ვლადისლავ არძინბას ხსოვნის ცერემონიალზე წასასვლელად, ავტობუსს ელოდებიან. გაურემონტებელი, 12 სართულიანი შენობა ქალაქის შუაგულში მდებარეობს. 2016 წლის ივნისს, Conifa-ს ფეხბურთის ჩემპიონატის დროს, აფხაზეთი ეიფორიამ მოიცვა. ჩემპიონატი უმცირესობებისა და დე ფაქტო ქვეყნებისთვის ტარდება. ერთი კვირის განმავლობაში, აფხაზეთის დროშების რაოდენობა, 240,705 მოსახლეს აჭარბებდა. ფეხბურთის ფანები, სოხუმის 4,300 ადგილიანი დინამოს სტადიონზე, 2016 წელს Conifa-ს მსოფლიო თასის ჩემპიონატის დროს. Conifa-ს ჩემპიონატი FIFA-ს ასოციაციის ნაწილი არ არის. Conifa-ს ფეხბურთის ჩემპიონატზე, აფხაზი ქალი ვლადისლავ არძინბას სურათით, რომელზეც აწერია „ჩვენი პრეზიდენტი”. ვლადისლავ არძინბა 2010 წელს გარდაიცვალა. თუმცა პატრიოტიზმი პრობლემებს ვერ ჭრის. აფხაზეთში უმუშევრობა მძვინვარებს და არ არსებობს საკმირის რესურსი იმისათვის, რომ რეგიონი ახალგაზრდების ნარკოტიკზე დამოკიდებულების პრობლემას გაუმკლავდეს. რთული საკითხია ასევე მოზართდა დანაშაული. აფხაზეთის მთავარი პროკურორის ოფისის განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთის 35 წევრისგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანო, მოაზარდებისთვის კომენდანტის საათის დაწესებას განიხილავს. თუმცა, ჩემი მეგობრისთვის, როგორც ახალგაზრდა აფხაზისთვის მხოლოდ სირთულეებსა და იმედგაცრუებაზე ყურადღების გამახვილება, პრობლემის მოგვარების გზა არ არის. „20 წელზე მეტი გავიდა და რადგან მსოფლიო აფხაზეთის მდგომარეობას გაყინულ კონფლიქტს უწოდებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზეთი მართლაც გაყინულია”, ამბობს იგი. “არ ვიცი, იგი განვითარდა თუ არა, მაგრამ ჩემი ქვეყანა ის არ არის, რაც 1993 წელს იყო. ჩვენ ეს პერიოდი გადავლახეთ”. ორი სირიელი ახალგაზრდა სოხუმის ცენტრში. 2012 წლიდან აფხაზეთში ასობით სირიელი დევნილი ჩავიდა. ბევრი მათგანი ამბობს, რომ მათმა წინაპრებმა აფხაზეთი, XIX საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის მმართველობის დროს დატოვეს. სირიელი ანზორი და მისი უმცროსი ძმა (მოჭიდავე) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ. ისინი აფხაზეთში 2012 წელს ჩამოვიდნენ. ღამის ცხოვრების გარეშე, აზორი და მისი ძმა სიგარეტს ეწევიან და ერთამენთს ამბების მოყოლით ართობენ. წყარო:chaikhana ავტორი: ჯეიკ ბორდენი მონიკა ელენა#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily