წესების დარღვევის გამო, 3 პირი კარანტინში იძულებით გადაიყვანეს

ByM.m.m.Georgia
0
თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, 3 პირი კარანტინში იძულებით გადავა. როგორც ცნობილი გახდა, შსს-მ წესების დარღვევის ფაქტები ბათუმში, ქუთაისსა და მარნეულში გამოავლინა. თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ადამიანს მიეცა. გთავაზობთ შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების ნაწილს: „მოქალაქეები, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქის მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის (NCDC) გადაწყვეტილების შესაბამისად, პოლიცია უზრუნველყოფს პირის იძულებით კარანტინში მოთავსებას“. იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს დააღვევენ, საქართველოს საპატრულო პოლიცია კარანტინში იძულების წესით გადაიყვანს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსმა, ამირან გამყრელიძემ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პირდაპირ განახორციელებენ. მისი თქმით, აღნიშნული ქმედება საზოგადოების უსაფრთხოებას საგრძნობლად წაადგება.
#კორონავირუსი
#კარანტინი
#შსს
#საქართველო
#პანდემია
#ეპიდემია
ByM.m.m.Georgia
0