აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში ყაჩაღობა მოხდა. 7 იანვრს, შობას, ჯერჯერობით, დაუდგენელი პირები, ხანდაზმული მამაკაცის სახლში შეიჭრნენ და ფული წაართვეს. ბოროტმოქმედები შემთხვევის ადგილოდან მიიმალნენ. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.