შსს მოქალაქეებს მიმართავს

0
შინაგან საქმეთა სამინისტრო ხალხს უწყების დისტანციური სერვისების გამოყენებისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ შსს-ს მომსახურების ცენტრებსა და მიგრაციის დეპარტამენტს მოქალაქეებმა მხოლოდ გადაუვადებელი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიმართონ. გადაწყვეტილება შსს-ში კორონავირუსის პრენენციის მიზნით საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს რეკომენდაციით მიიღეს.
#politics
#news
#coronavirus
0