როგორია იყო აბიტურიენტი აფხაზეთში?

0
აფხაზეთში სადაც მე ვსწავლობდი, საგნების უმეტესი ნაწილი: მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია და ა.შ. რუსულ ენაზე ისწავლება. ეს ჩვენთვის ყოველთვის სირთულეს წარმოადგენდა, თუმცა, სურვილი იმისა, რომ ცხოვრებაში გზა გაგვეკვლია და უმაღლეს სასწავლებელში ჩაგვებარებიან, დანებების საშუალებას არ გვაძლევდა. არაფერს ვამბობ იმაზე თუ რა ემოციებთან იყო დაკავშირებული გაუკუღმართებული ისტორიის მოსმენა. მასწავლებლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ყველა საგანს დავუფლებოდით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ქართულის სწავლებას აქცევდნენ. ეს ყველაფერი უამრავი დაბრკოლების მიუხედავად. ჩვენი სურვილი იყო გვცოდნოდა რაც შეიძლება მეტი და ეროვნულ გამოცდებზე მომზადებულები მივსულიყავით. გამგებოიდან დაგვპირდნენ, რომ ყველანაირი სახის ხელშეწყობა იქნებოდა, თუ ჩვენ აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარებდით. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს რომ არჩევანის გაკეთების თავისუფლება ჩვენთვის არავის წაურთმევია. თუმცა, არჩევანი არაფერ შუაშია. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სწავლა-განათლება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში მიგვეღო. ჩვენი მიზანია ღირსეული სტუდენტები ვიყოთ, დავეულფოთ პროფესიას და პროფესიონალები დავუბრუნდეთ ჩვენს კუთხეს. პირადად მე მწარედ მახსენდება ის დღე, როცა აბიტურიენტებისათვის ენგურის ხიდი ჩაიკეტა. იმ დროს გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და საზღვარი ზოგმა როგორ და ზოგმა როგორ გადავლახეთ. იყო მავთულხლართები, იყო შიში, უიმედობა და უდიდესი სტრესი. ჩვენ ერთმანეთის გვერდით დგომით შეუძლებელი შევძელით. მე მჯერა, რომ თქვენც ყველაფერს შეძლებთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვიცი, რომ აბიტურიენტობა ყველასთვის რთულია, მაგრამ ეს უკანასკნელი კიდევ უფრო მძაფრდება როცა საუბარი აფხაზეთში მცხოვრებ ბავშვებზეა. წარმოსადგენადაც რთულია, თუ რისი გადატანა უწევთ მათ. ყველა აბიტურიენტს მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო, განსაკუთრებით ჩემს აფხაზ თანატოლებს. მე მჯერა, რომ თქვენ ყველაფერს შეძლებთ! ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაცაა! და პირიქით!
#აფხაზეთი
#საქართველო
#გალი
#სოხუმი
#აბიტურიენტი
#სკოლა
#უნივერსიტეტი
#sokhumidaily
0