XX სს და გამოუვალი მდგომარეობა გლეხი კაცის გენიალური ფიქრი გენიალური სამშობლოსთვის!

0
ერთხელ ერთი კაცი იჯდა ჩემს წინ. განუსაზღვრელი ფიქრები მოსვენებას არ აძლევდა, მისი მდგომარეობა ცქმუნვითა და ნერვული სიარულით ადვილად შესამჩნევი გახლდათ. იგი გვიზიარებდა თავის შეხედულებებს, აზრებს, რომელიც ამ საზოგადოებისთვის მძიმედ ჩასაწვდომი და რთულად გასააზრებელი იყო. მე საქართველოს ერთ-ერთ რაიონში ვცხოვრობ. ახალგაზრდობა თითქოსდა გამოსული საზოგადოება ვართ, მაგრამ ჩვენში მაინც არის გაჯერებული მამა-პაპური ადათ წესები, რომელსაც ვცდილობთ ყური არ დავუგდოთ და ჩვენს ოცნებებს რეალურ სამყაროში მეტი გასაქანი მივცეთ. ამის გამო გვიწევს უფროსებთან დაპირისპირება და კამათი, ჩვენ კი გვსურს მარტო შევერკინოთ სირთულეებს, იმდენჯერ, რამდენადაც საჭირო იქნება და ვიგემოთ მწარე მარცხი, რათა გავიგოთ გამარჯვების, პირველრიგში კი შრომის ფასი! ეს კაცი, ვისზედაც გიყვებოდით, საშუალო ასაკს მიღწეული - ორ დროებას მოესწრო, XX სსა და XXI საუკუნეს. ნაკითხი პიროვნებაა და სხვებთან შედარებით უკეთ ესმის საქართველოს მძიმე მდგომარეობა. XX საუკუნე და მისი წინამორბედი წლები ქართველმა ერმა ტანჯვა-წამებაში გავატარეთ, შემდეგ სადღაც 2003 წლიდან შედარებით ამოვისუნთქეთ. ქართველები ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებიდან ვიბრძვით და ქრისტიანული რელიგიის განსაზღვრით, რომელიც ბიზანტიასთან გვაკავშირებდა განვსაზღვრეთ ჩვენი მომავალი, რაც ევროპასთან გვაახლოვებს. ნატოში გაწევრიანებისთვისაც ბევრს ვწვალობთ, მაგრამ არანაირი ხეირი. ახლა ისე დაგვემართა, როგორც უჭმელ კაცს კაი პური აჭამო, ის კი დაეხარბოს და გამაძღარმა მოსვენება ვეღარ ნახოს. აი ამ კაცს კი ორ საუკუნე მოსწრებულს სურს მთელი ეს ვითარება რადიკალურად შეცვალოს და ამოვიდეთ ამ ჭაობიდან, არადა უბრალო მოქალაქეა, ისეთი როგორიც მე და სხვა ყველა ჩვენთაგანი, რომლებსაც ოთხ წელიწადში ერთხელ, ისიც არჩევნებში შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულებები ქვეყნისთვის, მაგრამ არავინ არაფრად არ გვაგდებს. მთავრობა ისე მართავს ქვეყანს, როგორც მოესურვება და ის იმარჯვებს, ვისაც ოქროს ზოდები აქვს, ხოდა ერთ-ერთ მოქალაქეს, რომლის სახელსაც შიგა და შიგ ვახსენბ, იმ რაიონში სადაც მე ვცხოვრობ სურს მოიწვიოს თეოკრატიული საზოგადოება, ხალხი, რომელსაც ძალაუფლება აქვს, ააშენოს უნივერსიტეტი, ბიბლიოთეკა და ყველა საზღვარგარეთ წასული სტუდენტი მოაბრუნოს უკან, ხოლო ვინც არ წასულა გადააფოქრებინოს, რათა ნიჭიერები თავიანთ სამშობლოში საკუთარი თავისა და ქვეყნის განვითარებისთვის იბრძოდნენ. ეს მეტად სერიოზული და კარგი საქმეა, რომელიც დიდ ბიუჯეტს საჭიროებს. კი გაგიკვირდებათ და ეს კაცი ამ დროს გლეხია - გენიალური იდეებით, რომელსაც ხელ ფეხი აქვს შეკრული, იგი ისე ფართხალებს როგორც თევზი პატარა წყალში, ცდილობს იპოვოს თავისუფლება, მაგრამ გასაქანს არ ვაძლევთ. როდესაც მის აზრებს უსმენდნენ, ვისაც ცხოვრება არ ენახა, აყოლილი იყო გართობას, მხარ - გვერძე წოლასა და ადათ წესებს, დასცინიან და ეუბნებიან, რომ გიჟია, იგი არავის ეკამათება, რითიც თავის სიჭკვიანეს ამტკიცებს, მე კი ვფიქრობ, რომ გიჟები მხოლოდ ისინი არიან, ვინც მას გიჟად თვლის. მე კი ღრმად მჯერა, რადგან უდიდესი ენთუზიაზმი მოდის მისგან... ამით იმის თქმა მსურს, რომ განათლებული გლეხი ბევრად სჯობს პარლამეტში მჯდომ ადამიანს და თუ ამ გლეხს ქვეყანას ან თუნდაც შენ მომავალს ანდობ, საზოგადოებას უკეთესობისკენ, ნათელი მომავლისკენ წაიყვანს. #ვანდოთქვეყანაგლეხებს #ვანდოთქვეყანაახალგაზრდებს #დაგვუთმოთგზაახალბედებს
0