შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციით მიმართავს. კორონავირუსის პრევენციის მიზნით ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
მათი თქმით მიკროავტობუსების მძღოლებს დაურიგდა პირბადეები და ხელთათმანები და თუ კიდევ მოითხოვენ დამატებით კიდევ მიაწვდიან თავდაცვის საშუალებებს.
მათივე განცხადებით, ყველა მიკროავტობუსში დამონტაჟებულია და გამართულად მუშაობს გადახდის სპეციალური აპარატები. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი ბარათს არ იყენებს, ქეშით გადახდის აკრძალვის უფლება არ აქვთ.
კომპანია უარყოფს განცხადებას, რომ მიკროავტობუსების რაოდენობა შესაძლოა, შემცირებული იყოს, რადგან დაწესებულებების უმეტესობა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 1200-ვე მიკროავტობუსი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით აქამდე მოძრაობდა, ახლაც შეუფერხებლად მოძრაობს.
ასევე აღნიშნეს, რომ ყველა მიკროავტობუსი გადის დეზინფექციას იტალიური ხარისხის ხსნარებით, რომელსაც 7-დღიანი მოქმედების ვადა აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, 2-3 დღეში ყველა მიკროავტობუსი ამ პროცესს თავიდან გადის.
#კორონავირუსი
#თბილისისმიკროავტობუსები
#დეზინფექცია
#tbilisidaily