ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

0
? ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება ? პროექტი ტობავარჩხილის ტბამდე ამორტიზებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას ითვალისწინებს. გზის სიგრძე, დაახლოებით, 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი ? საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს ? პროექტი, რომელიც 14 თვის ვადაში დასრულდება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას
0