პრემიერის მიმართვა ბიზნესს: გვაქვს ერთი მიზანი, მოქალაქეებს შევუნარჩუნოთ სამუშაო ადგილები

0
"კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ დასაქმებულებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა. ავტორი:ვიქტორია მღებრიშვილი P.s. სტატია ჩვ3ნ არ გვეკუთვნის. სტატია გამოქვეყნებულია bm.ge-ს მიერ. პრემიერმა განმარტა, რომ მასტიმულირებელი გეგმას აქვს ერთი მიზანი - მოქალაქეებს შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილები. „ყველა ის ზომა, რასაც ჩვენ ახლა ვიღებთ, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კომპანიებისთვის, განსაკუთრებით საშემოსავლო გადასახადის და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს, ჩვენს მოქალაქეებს და მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ეს არის ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, - განაცხადა გახარიამ. გიორგი გახარიამ დღეს კორონავირუსის გამო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის შესამცირებლად სპეციალური მასტიმულირებელი გეგმა წარადგინა.
#news
#coronavirus
#გიორგიგახარია
#headline
0