0
გამარჯობა, მინდა ცოტა რამ ჩემს თავზეც მოგიყვეთ, მე ხატია ვარ, 16 წლის და ასე თუ ისე საინტერესო ცხოვრება მაქვს, ჯერ პატარა ვარ და ყოველდღე ახალ რამეს ვსწავლობ, თუმცა არ ვფიქრობ, რომ 'როცა გავიზრდები' მაგ დროისთვის ყველაფერი ნასწავლი მექნება, რადგან ყველა ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე რაღაც ახალს ვსწავლობთ. როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, ხასიათის უეცარი ცვლილება მეც მახასიათებს და შიგადაშიგ შეიძლება სულ სხვანაირი გავხდე, ამ დროს ვცდილობ ხოლმე, რომ ყველაფერს მოვწყდე და არავისთან მქონდეს კონტაქტი, თუმცა აქედანაც მალე 'ვძვრები' ხოლმე , ამაში მუსიკა ან ხატვა მეხმარება. მართალია, პატარა ვარ, მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ მიზანდასახულიც, რადგან როგორც წესი ხელის ჩაქნევა არ მჩვევია, ვფიქრობ მომავალში ამ თვისებას კარგად გამოვიყენებ. ცხოველები ძალიან მიყვარს და ხუთი წლიდან დღე არ გასულა ისე რომ ჩვენს სახლში შინაური ცხოველი არ ყოფილიყო. რაც შეეხება ჩემს აქაურ 'ექაუნთს', აქამდე ვარკვეული მიზეზების გამო არ ვვაქტიურობდი, თუმცა დღეიდან მაქსიმალურად ვეცდები ყოველდღე ახალი და საინტერესო რამ შემოგთავაზოთ. მოკლედ, მგონი უკვე ცოტა თავი მოგაბეზრეთ და აქ გავჩერდები, დანარჩენს ჩემზე უკვე თქვენითაც მიხვდებით.
0