5 გავრცელებული მითი ქუთაისელებზე

0
მართალია, ქუთაისმა ჯერ დედაქალაქის სტატუსი დათმო, შემდეგ საპარლამენტო ქალაქის, მაგრამ ის რასაც ვერავინ წაართმევს, ხალხის განსაკუთრებული სიყვარულია. ეს ქალაქი რაღაცნაირად ახერხებს რომ ყველა რეგიონის ადამიანს ჰქონდეს მასთან ემოციური ბმა. ამ ხნის განმავლობაში, კი ქალაქზე და მის მაცხოვრებლებზე ბევრი მითი დაგროვდა. გიზიარებთ 5 ყველაზე გავრცელებულ შეხედულებას ქუთაისთან და ქუთაისელებთან დაკავშირებით. 1. „ეგენი აფერისტები არიენ“ (კუთხურად) ქუთაისლებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხის აზრს მათზე და თუ ქუჩაში ღიმილითა და „შენი ჭირიმე, შენ გენაცვალეთი“ გხვდება, სულაც არ ნიშნავს რომ გეაფირისტება და შენი ნახვა არ გახარებია. ის უბრალოდ ძალიან ცდილობს დაგიტოვოს განცდა იმისა, რომ მისკენ ყველაფერი იდეალურადაა. საკუთარ პრობლემებს არ მოგახვევს და ვერც იმას შეამჩნევ, თუკი ძმის ცალი ჩექმა აცვია. 2. ქუთაისლები მოდას მისდევენ ქუთაისლები მისდევენ მოდას თუ... გადაჭარბებად ჩაგვითვლით, მაგრამ ფაქტია, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით ქუთაისლები ყოველთვის გამოირჩევიან ჩაცმის სტილითა და გემოვნებით. 3. ქუთაისური იუმორი ქუთაისლების საოცარი იუმორი, მხოლოდ ამ უკანასკნელის კარგი შეგრძნების დამსახურება არააა. მათ ხშირად უბრალო გულწრფელობით წამოსცდებათ ხოლმე თავიანთვი ფიქრები. 4. კუდაბზიკობა მოსაზრება იმის შესახებ, რომ იმერლების კუდაბზიკობა მითია, არასწორია. ქუთაისლებს უთავბოლოდ უყვართ საკუთარი თავის წარმოჩენა, რადგან ეს უკანასკნელი მათთვის უპირველესია. 5. ქუთაისს სიახლეები არ უყვარს ქუთაისს ქუთაისლები ქმნიან და თუ უახლეს ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ბევრი სიახლისა თუ სკანდალის მიღმა სწორედ ქუთაისლები დგანან.
#ქუთაისი
#მითი
#მითები
#ქუთაისლები
#შეხედულებები
#kutaisidaily
0