ვირუსის მოკლე ისტორია აჭარაში

0
კორონავირუსმა მსოფლიო და ასევე ქართულ მედიაში, ვნებათაღელვა გამოიწვია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ვირუსი მართლაც სწრაფად ვრცელდება და ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია. თუმცა, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის - კორონავირუსზე უფრო ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, სასარგებლო იქნება გადავხედოთ იმ დაავადებების სტატისტიკას, რომლებიც ბათუმსა და აჭარაში გავრცელდნენ წინა წლებში. 2019 წელს რეგიონში აქტუალური თემა H1N1, ანუ ღორის გრიპი იყო. მართალია, იმ მომენტისთვის, კორონავირუსისგან განსხვავებით, H1N1 ახალ მუტაციას არ წარმოადგენდა, თუმცა მედიის ყურადღება დამსახურებულად გამოიწვია - გაზეთ “ბათუმელების” თანახმად, წინა წლის იანვარში აჭარაში ღორის გრიპით 5 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის გამო კი, არათუ აჭარაში, არამედ მთელ მსოფლიოში ჯერ-ჯერობით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა და დაავადებულთა უმრავლესობას ვირუსი მძიმე ფორმით არ აღენიშნება. ამავე ვირუსით, 2016 წელს გარდაცვალების შვიდი ფაქტი დადასტურდა, ხოლო 2013 წელს - ორი ადამიანი. მართალია, კორონავირუსი ჯერ-ჯერობით კარგად შესწავლილი არ არის, თუმცა განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ეს არ ნიშნავს ვირუსის საფრთხის უგულებელყოფას, არამედ არსებული სტატისტიკის პირობებში, საფრთხის შესაბამისად შეფასებას.
#ვირუსი
#აჭარა
#კორონა
#გრიპი
#h1n1
#batumidaily
0