შსს-მ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში 9 ადამიანი გადაიყვანა. უწყების ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ახალი ფაქტები გამოვლინდა.
ხარაგაულიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან და ბათუმიდან 9 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს, იძულებით საკარანტინო ზონაში მოათავსეს.
შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 ადამიანია გადაყვანილი.
#შსს
#თვითიზოლაცია
#კარანტინი
#კორონავირუსი
#tbilisidaily