ნაბიჯი თანადგომისკენ

0
"ნაბიჯი თანადგომისკენ, თითოეული ჩვენგანის ვალია. სამყაროს ნამდვილი მოვლენა იყო დედა ტერეზა, ეს ადამიანი მაგალითია კაცობრიობისთვის. დედა ტერეზას ცხოვრებას რომ გადავხედოთ, უნებლიედ ასეთი აზრი დაგვებედება: ნუთუ ამდენის გაკეთება შეუძლია ადამიანს? ჩვენს საზოგადოებას აფხაზეთში ომის დროს თანადგომის ბევრი მაგალითი უნახავს. თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ამავდროულად ბევრის მთქმელი. ის თუ როგორ ტკიოდათ სხვისი სატკივარი ადამიანებს. თანადგომის გარეშე იმ პერიოდში ვერავინ გადარჩებოდა. აბა წარმოვიდგინოთ, მშობლიურ ენაზე ლაპარაკი რომ აგიკრძალონ, გაიძულონ იყო ჩუმად და ხმის ამოღება არ შეგეძლოს უსამართლობაზე, გტკიოდეს სხვისი სატკივარი და ღიად ვერ გამოხატავდე ამას. შემოდგომას, მალე ზამთარი მოყვა, ისედაც დაცარიელებული სოფელი სიჩუმემ მოიცვა, ცივი და სუსხიანი ზამთარი იყო იმ წელს. დიდი თოვლი მოვიდა. 600 მცხოვრებისაგან შემდგარ სოფელში აქა-იქ თუ დაინახავდი საკვამლურიდან ამოსულ კვამლს. დილით ხმაურმა გამაღვიძა, გარეთ რომ გავიხედე ახალგაზრდა ბიჭები მოგროვილიყვნენ და რაღაცაზე ხმამაღლა საუბრობდნენ: მათ თურმე გადაწყვიტეს მიტოვებული სახლების სახურავები გაეწმინდათ თოვლისგან, რათა პატრონს საბოლოოდ არ მიეტოვებინა სახლ -კარი და მთლად არ განადგურებულიყო იქაურობა. თითქოს უმნიშვნელო ნაბიჯია თანადგომისკენ, მაგრამ საკმაოდ დიდი. ასე მესმის მე თანადგომა, გაჭირვებულს დაეხმარო, დაცემულს წამოდგომაში ხელი გაუწვდინო, მარტოხელას ჭიქა წყალი მიაწოდო. ეს ის პირველი ნაბიჯია თანადგომისკენ შემდგომში დედა ტერეზას მსგავსად დიდ ნაბიჯებს რომ გადაგვადგმევინებს ადამიანების დასახმარებლად".
#სოხუმი
#გალი
#აფხაზეთი
#საქართველო
#თანადგომა
#ძალა
#sokhumidaily
0