მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანზე საუბრობს. ექს-პრეზიდენტის პროგნოზით, საქართველოს მასობრივი შიმშილი ემუქრება.
, , უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში ვერ რიცხავს ფულს, ამგვარად საქართველოს ახლა ემუქრება სრული ჩამოშლა ლარის და მასობრივი შიმშილი. ამიტომ, ივანიშვილს უნდა მოვთხოვოთ დააბრუნოს ეს ფული. გარდა ჯანდაცვისა, ძირითადი ნაწილი ლარის გამყარებას და დაცვას უნდა მოხმარდეს. ლარის ჩამოშლა კიდევ უფრო კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, ზუსტად ვიცი რომ უდევს თითქმის 800 მლნ დოლარი, რომელსაც პირადი საკუთრებისთვის იყენებს. ეს არის თქვენი ჯიბეებიდან ამოცლილი ფული”-ამბობს სააკაშვილი.
#სააკაშვილი
#ლარისკურსი
#ეკონომიკა
#ჯანდაცვა
#tbilisidaily