აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კორონავირუსის გამო ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 1 წლით გადადება შესთავაზა. კომიტეტის ხელმძღვანელმა, თომას ბახმა ეს იდეა არ გამორიცხა - შესაძლოა, კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს გაიმართოს.
”ოლიმპიადას უამრავი გულშემატკივარ დაესწრება - მაყურებელთა გარეშე მისი ჩატარება რთულად წარმოსადგენია. შესაძლოა, მისი ერთი წლით გადატანა სწორი გადაწყვეტილება იყოს. ჩემი აზრით, ოლიმპიადას მაყურებელთა გარეშე ერთი წლით გვიან მისი ჩატარება აჯობებს“, - Reuters-თან საუბრის დროს განაცხადა აშშ-ის პირველმა პირმა.
ამავე დროს, ტრამპმა აღნიშნა, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ოფიციალური რეკომენდაციით არ მიმართავს.
შეგახსენებთ, გასული წლის ბოლოს კორონავირუსი ჩინეთში გავრცელდა. მას შემდეგ ამ დაავადებით 130 000-მდე ადამიანი დაინფიცირდა, 66 000-ზე მეტმა ის დაამარცხა, ხოლო 4 600 გარდაიცვალა.
ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა მიმდინარე წლის 24 ივლისს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება.
#პოლიტიკა
#სპორტი
#ტრამპი
#აშშ
#იაპონია
#ტოკიო
#ოლიმპიადა
#politics
#sport