COVID -19 სამეგრელოში

0
როგორ უმკლავდება სამეგრელო კორონავირუსს? ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთში თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფება. მათგან 15 - ზუგდიდში, 6 - ხობში, 2 - მარტვილში, 1- ჩხოროწყუში, ხოლო აბაშაში, წალენჯიხასა და სენაკში 3-3 ადამიანი არის თვითიზოლირებული. გასულ კვირასთან შედარებით, როდესაც სამეგრელოში თვითიზოლაციაში 17 ადამიანი იმყოფებოდა, მონაცემები გაცილებით გაზრდილია. კორონავირუსთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებში გახანგრძლივდა არდადაგები პირველ აპრილამდე, რის გამოც ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლა ორშაბათიდან ონლაინ სწავლებაზე გადადის. სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, უფასო სასადილოსა და სოციალურ საცხოვრებელში. სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა “ათინათის” შენობაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღსა და მუნიციპალიტეტში.
#ზუგდიდი
#სენაკი
#ჩხოროწყუ
#ხობი
#მარტვილი
#წალენჯიხა
#აბაშა
#კორონავირუსი
#zugdididaily
0