18 000-მდე კომპანიასა და 50 000-მდე დასაქმებულ პირს საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ

0
გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სატრანსპორტო და საექსკურსიო კომპანიებს, რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სასტუმროებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს შეეხება 18 000-მდე კომპანიასა და 50 000-მდე დასაქმებულ პირს. “მთავრობა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ დარგებსა და კომპანებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებს, საექსკურსიო კომპანიებსა და სხვა სფეროებს 4 თვით, პირველ ნოემბრამდე გადაუვადებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს, რაც ნიშავს იმას, რომ ეს შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტ ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნდებს 1 მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებით ფინანსურ რესურსს", - განაცხადა გახარიამ.
#გიორგიგახარია
#ეკონომიკა
#საშემოსავლოსგადავადება
#კომპანიები
#tbilisidaily
0