კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩაკეტილ მესტიაში შესაძლოა გაიზარდოს-ვიბლიანი

0
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ჩაკეტილ მესტიაში შესაძლოა გაიზარდოს-აღნიშნულ ინფორმაციას ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე, ნინო ვიბლიანი ავრცელებს. მისი თქმით, ამის ვარაუდის საფუძველს ის იძლევა, რომ ტესტირების ჩატარების პერიოდში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდათ. რეგიონში შესაძლოა საკარანტინო სივრცეების დამატებაც გახდეს საჭირო, რადგან აქ არსებული 20-ვე საკარანტინო ზონა უკვე შევსებულია და ახლა ვიზიტორების ნაწილის გადაყვანა ქუთაისსა და თბილისში გახდა საჭირო. "ფართო გავრცელებას ვერ ვიტყვი, მაგრამ, სავარაუდოდ, ინფიცირების რაოდენობა გაიზრდება. ვნახოთ, რა იქნება. 150-მდე ადამიანი გადმოჰყავთ იმერეთსა და თბილისში. მესამე კოლონა მზადდება და იმათაც გადმოიყვანენ", - განაცხადა ვიბლიანმა.
0