საქართველოში, სოფელ ფარავანთან მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა

0
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, სოფელ ფარავანთან დღევანდელი თარიღით მიწისძვრა ორჯერ დაფიქსირდა. "დღეს, თბილისის დროით 23:57 საათზე, სოფელ ფარავანთან მოხდა 3.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დღევანდელი თარიღით მოცემულ ლოკაციაზე მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა თბილისის დროით 23:21 საათზე მოხდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
0