მეამბოხე

0
უკანასკნელი კვლევებით დადგინდა რომ ბავშვი, რომელიც მეამბოხეა და თავის ნებას ავლენს- გაცილებით ჰუმანურ და კეთილშობილ ადამიანად იზრდება. ის სწავლობს თანასწორობის პრინციპს და თანაბარ კომუნიკაციას.საპირისპიროდ კი ბავშვი, რომელიც უსიტყვოდ მორჩილებს მშობელს, შემდეგ უსიტყვოდვე მორჩილებს სხვა ავტორიტეტებსაც, სისტემებს. ასეთი ადამიანი აღარ სვამს კითხვას თუ რას ემსახურება -ის მიჩვეულია უპირობოდ დაემონოს. შემდეგ კი გვიკვირს საიდან გაჩნდა ამდენი მანიაკალური პირი-წამების ბრძანების შემსრულებლები, ყველანაირი დაკვეთის აღმასრულებლები, სხვისი პირადი ცხოვრებით მოვაჭრეები ?! მათ ჩვენვე ვასაზრდოებთ-ოჯახიდანვე „ვწვრთვნით“, „ვასწავლით“-საკუთარი ნების წაშლას.შემდეგ ეს გრძელდება სკოლებში, სადაც იგივე პრინციპი მუშაობს-„შეუცდომელი მასწავლებლის“ და „კარგი, დამჯერე“ მოწაფის. ნიშანდობლივია რომ ეს იმ სენსიტიურ ასაკობრივ შუალედში ხდება- როდესაც ფსიქიკა ფორმირდება. შემდეგ უმაღლესი სასწავლებლები, სადაც სტუდენტი ახალგაზრდულ იმპულსს კი აღარ მიყვება , არც ადამიანის უფლებები ადარდებს-არამედ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ექვემდებარება და დროთა განმავლობაში ცდილობს სხვა სტუდენტებიც საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ასეთ მანკიერ წრეს მხოლოდ ჯანსაღი მუხტი თუ გაარღვევს, თავისუფალი ნება რომელიც გაბედავს, ამოხეთქავს, გაილაშქრებს-ასეც მოხდა და ამას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს. თუმცა ეს არ არის საკმარისი. მე ვფიქრობ ნამდვილი ძალა ცალკეულ ინდივიდებშია. პასუხისმგებლობაც ინდივიდუალურია, თავის არიდება კი კოლექტიური უპასუხისმგებლობით სრულდება. „То, что невозможно изменить, нужно хотя бы описать“-ფასბინდერი ამბობს... მე მაინც ცვლილებების მჯერა!
0