შორენა ბეგაშვილი მესამედ გათხოვდა? - რა ფოტოებს აქვეყნებს ქართველი სექს-სიმბოლო თურქეთიდან

0
შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ უკვე სა­უბ­რო­ბენ თბი­ლის­ში. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ "ინ­სტაგ­რამ სთო­რი­ში" შო­რე­ნამ ბრი­ლი­ან­ტის თვლი­ა­ნი ბე­ჭე­დი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ახლა კი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა მო­დე­ლი თურ­ქეთ­ში ის­ვე­ნებს და ამის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქ­ვეყ­ნებს.მე­ო­რე ქმარს, ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­შორ­და. ნა­ნა­ძემ ამის შე­სა­ხებ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის "ინ­სტაგ­რამ" გვერ­დი­დან გა­ი­გო, რო­დე­საც მო­დელ­მა ფოტო იუს­ტი­ცი­ი­დან გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ხელ­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის სა­ბუ­თი ეჭი­რა.გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ნა­ნა­ძეს­თან და­შო­რე­ბა შო­რე­ნამ მას შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რაც მის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ლაშა ბა­რა­თე­ლი გა­მოჩ­ნდა. ერ­თა­დერ­თი და­დას­ტუ­რე­ბა ბე­გაშ­ვი­ლი-ბა­რა­თე­ლის ლავ სთო­რი­სა მხო­ლოდ ის არის, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, და­ბა­დე­ბის დღე­ზე შო­რე­ნას ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა აჩუ­ქეს, რის­თვი­საც მო­დელ­მა მად­ლო­ბა ვინ­მე ლ-ს გა­და­უ­ხა­და.ლაშა ბა­რა­თე­ლი თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია. ის გა­მო­ცე­მა "პრა­იმ კრა­ი­მის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" რე­ი­ტინ­გში, ათ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დებს" შო­რის ერთ-ერ­თია. ლაშა ბა­რა­თე­ლი, იგი­ვე „ჭია" 1989 წლის 11 ივ­ლისს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და. ბა­რა­თელს ჯან­გვე­ლა­ძე-ონი­ა­ნის კლანს მი­ა­კუთ­ვნე­ბენ და 2014 წელს აკურ­თხეს ქურ­დად.იმა­ვე წელს ლაშა ბა­რა­თე­ლი მძი­მედ დაჭ­რეს და „ჭია“ სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურ­ჩა. 2016 წლის ზა­ფხულ­ში რუ­სეთ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ა­დე­პორ­ტეს, მაგ­რამ ბა­რა­თე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე არ გახ­ლავთ და შე­სა­ბა­მი­სად მისი და­კა­ვე­ბა არ მომ­ხდა­რა. ბა­რა­თელ­მა მალე სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ის ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს.ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს და­ვუ­რე­კეთ. ჩვენს კი­თხვა­ზე, რომ მე­სა­მედ გა­თხოვ­და და ახლა თურ­ქეთ­ში ის­ვე­ნებს, ბევ­რი იცი­ნა და ტე­ლე­ფო­ნი გაგ­ვი­თი­შა. შემ­დეგ კი ჩვენს ზა­რებს აღარ უპა­სუ­ხა. პა­სუ­ხი არ გაგ­ვცა ასე­ვე ჩვენს მიერ მი­წე­რილ მე­სიჯ­ზე, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით.
0