რონალდუმ კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

ByM.m.m.Georgia
0
იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში სპეციალური მიმართვა გაავრცელა. როგორც ცნობილია, ამჟამად ლეგენდარული პორტუგალიელი მშობლიურ კუნძულ მადეირაზე ოჯახთან ერთად იმყოფება. „ახლანდელ სამყაროს ურთულესი პერიოდი დაუდგა. ამ წუთებში ერთმანეთზე მომეტებული ყურადღებით უნდა ვზრუნავდეთ. არ გესაუბრებით როგოც ფეხბურთელი - ისე მოგმართავთ, როგორც შვილი, მამა და ადამიანი, ჩვენ გარშემო ისეთი ამბები ხდება, რომლებმაც დანარჩენი მსოფლიო შეძრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ხელისუფლების მითითებებს უნდა დავემორჩილოთ, ისინი ამ სიტუციასთან გამკლავებაში დაგვეხმარებიან. ადამიანის სიცოცხლისთვის ზრუნვა ნებისმიერ სხვა ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. მივმართავ მათ, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა. იმ ადამიანებს, ვინც არ ვისუსს ებრძვით - თქვენს გვერდით ვარ, მაგალითად, ჩემი თანაგუნდელი დანიელე რუგანი. მხარს ვუჭერ წარმოუდგენელ ადამიანებს - ექიმებს. ისინი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რათა სხვები გადაარჩინონ“, - დაწერა რონალდუმ ინსტაგრამში. შეგახსენებთ, იტალიაში კორონავირუსის 17 600-ზე მეტი შემთხვევა და 1266 გარდაცვალება დაფიქსირდა. პანდემიის გამო, სერია ა აპრილის დასაწყისამდე შეჩერდა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის შეხვედრა ტურინის იუვენტუსსა და ლიონს შორის, რომელიც შემდეგ კვირაში უნდა გამართულიყო, გაურკვეველი დროით გადაიდო.
#ფეხბურთი
#კორონავირუსი
#იუვენტუსი
#პანდემია
#სერიაა
#პორტუგალია
#იტალია
#რონალდუ
#news
#football
#Italy
#
ByM.m.m.Georgia
0