“ერთხელაც ისრაელს თავს დიდი უბედურება დაატყდა. ცუდი მოსავლის გამო გამეფდა შიმშილობა, რომელმაც მძიმე გაჭირვებაში ჩააგდო ქალები და ბავშვები, სახელმწიფო ჯარი კი, რომელიც ისრაელის საზღვრებს იცავდა მთლიანად დაშლამდე მიიყვანა. განსაცდელმა მეტისმეტად დიდხანს გასტანა, რამაც მეფე საბოლოოდ შეაძრწუნა და დიდ სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. განრისხებულმა სოლომონმა ბეჭედი მოიხსნა და გადაგდება დაუპირა, როდესაც ბეჭდის შიგნით შენიშნა წარწერა: "და ესეც გაივლის". სოლომონმა ბეჭედი კვლავ თითზე გაიკეთა.
ლეგენდის თანახმად, ბეჭდის გარე მხარეს ამოტვიფრული იყო სიტყვები:
"ყველაფერი გაივლის...", – ხოლო შიდა მხარეს:
"და ესეც გაივლის..."