ვინ დაარსა პირველი ქართული კერძო სტამბა საქართველოში ?

0
1864 წელს პირველი ქართული კერძო სტამბა დააარსეს - პეტრე მელიქიშვილის მამამ გრიგორმა, პეტრეს ძმამ სტეფანემ, ისტორიკოს-არქეოლოგმა დიმიტრი ბაქრაძემ, ნიკო ღოღობერიძემ და ვახტანგ თულაშვილმა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა. სტეფანე ვენაში გაიგზავნა შრიფტის ჩამოსასხმელად, ამიტომ მას "ვენის შრიფტი" დაერქვა. გაზეთ "დროებამ" გამოსვლა დაიწყო 1866 წელს. გამომცემელი იყო სტეფანე მელიქიშვილი, რედაქტორი - გიორგი წერეთელი, ხოლო შემდეგ - სერგი მესხი. ფოტოზე: სტეფანე მელიქიშვილი
0