ნავთობის ფასის ისტორიული ვარდნა!

0
ნავთობზე მოთხოვნამ იმდენად დაიკლო, რომ ნედლი ნავთობის შესანახი სივრცეები თითქმის სავსეა. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები მყიდველებს უხდიან თანხას, რათა ნავთობისგან გათავისუფლდნენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ენერგიაზე მოთხოვნის კოლაფსის ფონზე ნავთობის ფასი აშშ-ში ორშაბათს ისტორიაში პირველად ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა, მოვაჭრეებს არ სურთ ნედლი ნავთობის ფლობა იმ პირობებში, როცა მისი შესანახი ადგილი არ არის. NBC News-ი იუწყებოდა, რომ დასავლეთ ტეხასში მაისში მისაწოდებელი ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე ერთი ცენტი იყო, რაც ყველაზე დაბალია ისტორიაში.
0