ბიზანტია და სარწმუნოება საქართველოში !

0
საქართველოს ისტორიას ბიზანტიის იმპერატორის, ჰერაკლე კეისრის მმართველობამ განსაკუთრებული კვალი დააჩნია. VII ს-ის 20-40-იან წლებში, განსაკუთრებით გამწვავდა სასანიდურ ირანსა და ბიზანტიას შორის დაპირისპირება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი საქართველო გახლდათ. ეს წინააღმდეგობა ბიზანტიელთა გამარჯვებით მთავრდება, რაც დიოფიზიტური, ქალკედონური სარწმუნოების გამარჯვებასაც ნიშნავდა. ბიზანტიის კეისარმა ქართლში ფაქტობრივად წერტილი დაუსვა სხვა ყველა რელიგიური აღმსარებლობის გავლენას გარდა დიოფიზიტობისა. გაიწმინდა ეკლესია ერესისაგან და მართლმადიდებლურ ეკლესიებს დაუმკვიდრა სიმშვიდე და სარწმუნოებრივი ერთიანობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ VIII -დან, არაბთა შემოსვლის წინ საქართველო მათ მტკიცე სარწმუნოებრივი პოზიციით ხვდება.
0