ენერგეტიკული ჰიგიენის წესები!

0
1. არ იურთიერთოთ უსიამოვნო და უინტერესო ადამიანებთან. ეცადეთ, მათი ყურადღება არ მიიქციოთ, არ ჩაერთოთ პოლემიკაში. ნუ გაუკეთებთ სიკეთეს მათ. ეს არც მათ არგებთ და თქვენ სასიცოცხლო ძალებს საგრძნობლად შეამცირებს. 2. ხალხმრავალ ადგილებში, თუ ეს შესაძლებელია - ნუ დადგებით უცხოებთან ზურგის მხრიდან, მინიმუმ 10-15 სმ-ის მანძილზე. გახსოვდეთ, რომ ხერხემლის გასწვრიც ენერგეტიკული ღერძი გადის და მარტივად მიიზიდავთ სხვის უარყოფით ენერგიას. კარგი იქნება სუნამოს მაგივრადცოტაოდენ ევკლიპტის ან მიხაკის ეთერზეთს თუ იპკურებთ. 3. როგორი მშიერიც არ უნდა იყოთ, არ ჭამოთ დაღლილი, გაღიზიანებული ან თქვენდამი ცუდად განწყობილი ადამიანის მიერ მომზადებული საჭმელი. 4. სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ თქვენთვის საყვარელი, მყუდრო და მშვიდი ადგილი პიროვნული კომფორტისა და განტვირთვისთვის, სადაც ნებართვის გარეშე არავინ შეგაწუხებთ. 5. ფრთხილად იყავით ნაპოვნ ნივთებთან, განსაკუთრებით სამკაულებთან, ამულეტებთან და ა.შ. თქვენ არ იცით, მათი მფლობელის ვინაობა. ის შეიძლება „გაჟღენთილი“ იყოს ძალიან დიდი ნეგატიური ინფორმაციით, რომელსაც შეუძლია ადამიანზე გავრცელება. 6. სპორტი! ირბინეთ, იცურავეთ, დაკავდით აერობიკით, ფიტნესით, ისერინეთ ველოსიპედით და ა.შ. ფიზიკური ჯანმრთელობა ენერგეტიკას აძლიერებს. 7. არ გამოიყენოთ და არ ატაროთ სხვისი ტანსაცმელი და ნივთები. არ გამოიყენოთ ავადმყოფი ან გარდაცვლილი ადამიანის ნაქონი ნივთები. ასევე, არც თქვენ გაანათხოვროთ არაფერი. 8. იყავით კეთილგანწყობილი, დიპლომატიური და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული. მოერიდეთ კონფლიქტებს ან შეარბილეთ ისინი. ისწავლეთ პატიება. არ უპასუხოთ ბოროტებას ბოროტებით. სიბრაზეს და ბოღმას დიდი ენერგეტიკული , სასიცოცხლო რესურსი მიაქვს ადამიანისგან. 9. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ, დაინახოთ ყოველდღიურობაში დადებითი მხარეები. გიყვარდეთ თქვენი თავი და ზოგადად სიცოცხლე, როგორც ენერგიის გამოვლენის ფორმა.
0