საბჭოთა ბიუროკრატია და მასობრივი რეპრესიები.

0
ზოგადად ბიუროკრატია არის სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური ან კერძო ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფორმა. საბჭოთა კავშირში საზოგადოება და პოლიტიკური ცხოვრება ქვეყნის ყველა სფეროში განიცდიდა კომუნისტური პარტიის დიდ ზეგავლენას და ზეწოლას. ქვეყანა იმართებოდა ერთპარტიული სისტემით. გარდა ამისა სახელმწიფო აპარატის ყველა რგოლში არსებობდა კორუფცია, რაც ქვეყნის მოსახლეობაში უსამართლობის განცდას წარმოშობდა. კორუფციამ თავის უმაღლეს მწვერვალს მიაღწია ბრეჟნევის პერიოდში. სარწმუნო წყაროებიდან ირკვევა, რომ კორუფციულ გარიგებებში, თვითონ მაღალი რანგის პოლიტიკოსები და მათი დაახლოვებული პირვებიც იყვნენ გარეული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვქონდა მაფიურ სტრუქტურებთან, რომლის იერარქიაში უკანასკნელ საფეხურზე რიგითი მუშაკი, ხოლო უმაღლეს საფეხურზე მაღალი თანამდებობის პირები იდგა. ამ კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ სისტემაში ყველამ იცოდა კორუფციული "თამაშის წესები". ასე მაგალითად, თუ რიგითი მუშაკი ქრთამის სახით 100 მანეთს აიღებდა, იგი ისე ანაწილებდა თანხას, რომ ყველა იერარქიულ საფეხურს თავისი "კუთვნილი წილი" უნდა რგებოდა. საბჭოთა სისტემამ შიდა რეპრესიების გამო, ალ.სოლჟენიცინის მონაცემებით 45-50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტერორის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ საბჭოთა მთავრობა ერთი ერის ან ერთ ტერიტორიაზე მყოფ პირთა ტერორს კი არ აწარმოებდა, არამედ იგი ანადგურებდა საზოადოების ჯანსაღ, მოაზროვნე ნაწილს. ტერორის მსხვერპლთა დიდი ნაწილი იყო კრიტიკულად მოაზროვნე ინტელიგენცია, რომელთა უმრავლესობა სწორი ხედვით გამოირჩეოდა და წინააღმდეგობას უწევდა ან არ ემორჩილებოდა საბჭოთა ხელისუფლებას, ან შეეძლო წინააღმდეგობა გაეწიათ მისთვის. მოაზროვნეთა ის ნაწილი, ვინც ტერორს გადაურჩა იძულებული გახდა, ეთანამშრომლა საბჭოთა მთავრობასთან. ინტელიგენციის წინააღმდეგ მიმართულმა დახვრეტებმა, დაპატიმრება-გადასახლებებმა გამოიწვია მისი წელში გატეხვა და ხალხში კულტურის დაკარგვა. წარმოიშვა ე.წ "ნახევრად კულტურული ადამიანი", რომელიც საშიში იყო, როგორც სახელმწიფო ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებრივი განვითარებისთვის, რადგან იგი საშუალებას არ აძლევდა თავისზე განვითარებულ ადამიანის გამოემჟავნებინა საკუთარი შესაძლებლობები, რადგან შიში ჰქონდა საკუთარი პოზიცის დაკარგვის. სწორედ 70 წლის განმავლობაში განადგურებული კულტურული ღირებულებების ნაკლებობას უკავშირდება სხვა ყველა სახის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი პრობლემა. მორის შალიკაშვილი - კრიმინოლოგია.
0