საქართველომ აზერბაიჯანთან და სომხეთთან საზღვარი ჩაკეტა

0
სომხეთთან და აზერბაიჯანთან საზღვარი 10 დღით იკეტება. დროებითი შეზღუდვა მხოლოდ მოქალაქეებისთვის მოქმედებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება. მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, სომეხ და აზერბაიჯან კოლეგებთან ერთად, სატელეფონო საუბრისას მიიღო. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას.
#news
0