თენგიზ ცერცვაძე - კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება

0
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის ბევრი შემთხვევა გვექნება, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, რადგან შიდა გადაცემა ჯერჯერობით არის ერთეული და არ ფიქსირდება მესამეული და მეოთხეული გადაცემა. როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, სპეციალისტები თვლიან, რომ როდესაც ინფექციას მეოთხე პირი სხვას გადასცემს, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს. ბოლო ინფორმაციით პირველი პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფიათია, 24 საათში განმეორებით ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ის განკურნებულად ითვლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
#პანდემია
#კორონავირუსი
#თენგიზცერცვაძე
#tbilisidaily
0