სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება 1-ელ აპრილამდე შეწყდა

0
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო დაწესებულებებში კომპლექსური თერაპიის კურსების განხორციელება, მიმდინარე წლის პირველ აპრილამდე შეწყდა. როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრები მუშაობის განახლებას შეძლებენ და შესაბამისად, ბავშვები მომსახურებას მიიღებენ დედაქალაქის მერია ყველა გაცდენილ საათს აანაზღაურებს. მათი განცხადებით, ბავშვები არ დაზარალდებიან და მათი თერაპიული სეანსები მიმწოდებელი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესაბამისად დაფინანსდება. რაც შეეხება უშუალოდ მსგავს დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებას, პროგრამის მომსახურებაში ჩართული დაწესებულებები მერიის მიერ დაფუძნებული არ არის და ე.წ. კერძო მომსახურებას ეწევიან. შესაბამისად, დასაქამებულები თბილისის მერიის მიერ დასაქმებული პირები არ არიან. როგორც თბილისის მერიში აცხადებენ, მათ შეუძლია, მხოლოდ რეკომენდაცია გასცეს აღნიშნული დაწესებულებების ხელმძღვანელების მიმართ, რომ თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში არ გაუშვან.
#თბილისისმერია
#კორონავირუსი
#სარეაბილიტაციოდაწესებულებები
#კომპლექსურითერაპია
#tbilisidaily
0