ByLuckyGeorgia
0
#movies
#quotes
ადამიანის გონება ვერასდროს შეძლებს უსასრულობის შეცნობას, ისევე როგორც ჭეშმარიტი სიყვარულის...ყველაფერს თავისი აზრი აქვს...არაა გამორიცხული, რომ დაბადებისას სიცოცხლესთან ერთად, ჩვენ უკვდავების ნიჭსაც ვიძენთ...ალბათ, მკითხავ, მაინც რატომ ვკვდებით?!... იმიტომ, რომ ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში მხოლოდ ერთ შეცდომას ვუშვებთ...მხოლოდ ერთს...მაგრამ სწორედ ის გვართმევს უფლებას ვიცოცხლოთ მარადიულად...უკვე მესმის შენი კითხვა : , , მაინც რა შეცდომაა ეს?''....წინასწარ არავინ იცის მაგრამ , როგორც კი ერთხელ დაუშვებ ამ შეცდომას, მაშინვე მოკვდავი ხდები...ო, რასაკვირველია, მაშინვე არგუმენტს მომიყვან, რომ ჯერ არავის უცხოვრია ისე დიდხანს, რომ ჩემი თეორიის ჭეშმარიტება დაემტკიცებინა და მართალიც იქნები, მაგრამ სამაგიეროდ სიმართლეა ისიც , რომ ჯერ არავინ ყოფილა გამონაკლისი ამ წესიდან...ლოგიკა...ლოგიკა...მე მივხვდი რა იყო ჩემი შეცდომა...ეს ყველას არ შეუძლია , მაგრამ მე მივხვდი...ჩემი შეცდომა ის იყო , რომ ადრე არ შეგხვდი და უფრო დიდხანს ვერ ვიცხოვრე შენთან ერთად...ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მიზეზი იყო იმისთვის , რომ უკვდავების ნიჭი ჩამოერთმიათ ჩემთვის....მე მინდოდა ჭკვიანური, ღრმა აზრით დამესრულებინა...მაგრამ...აზრად მხოლოდ ერთი რამ მომდის... მე შენ მიყვარხარ!.............. The Correspondence მიმოწერა
ByLuckyGeorgia
0